გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს ჯორდანვილში (აშშ) აღესრულა საზღვარგარეთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქი მაღალყოვლადუსამღვდელოესი აღმოსავლეთ-ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტი ლავრი. საზღვარგარეთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ჯორდანვილში (აშშ) კვირას დილით მიიცვალა. ბოლო დროს, ის ხშირად თავს შეუძლოდ გრძნობდა. მიტროპოლიტ ლავრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავისი მწუხარება გამოთქვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტიარქმა უწმინდესმა ალექსი II, აცხადებს “Патриархия.ru”. სატელეფონო საუბარში ბერლინის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს მარკოზთან მისმა უწმინდესობამ აღნიშნა მეუფე ლავრის განსაკუთრებული როლი რუსეთის ეკლესიის კანონიკური ერთიანობის აღდგენის საქმეში. სავარაუდოდ, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის დაკრძალვა მოხდება წმინდა სამების მონასტერში, სადაც მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. დაკრძალვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოთ ის შედგება ხუთშაბათს 20 მარტს. როგორც აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ალექსანდრე აბრამოვმა განუცხადა, სააგენტო “РИА Новости”, საზღვარგარეთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი პირველიერარქის არჩევნები დაინიშნება მეუფის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ. ახალი პირველიერარქის არჩევამდე მისი ფუნქციების შესრულება, როგორც ვარაუდობენ, გადაეცემა სიდნეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მთავარეპისკოპოსს ილარიონს. ახალ იერარქს აირჩევს საზღვარგარეთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი, რომელიც, სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულის (27 აპრილის) შემდეგ შეიკრიბება.მიტროპოლიტმა ლავრმა თავისი ცხოვრების გზა დაასრულა რუსეთის ისტორიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენით – რუსული ეკლესიის ერთიანობის აღდგენით, და ნიშანდობლივია, რომ მისი გარდაცვალება დაემთხვა ჩვენი ეკლესიის მიერ მართლმადიდებლური დღესასწაულის ზეიმს. თავისი ბოლო ინტერვიუ მეუფე ლავრმა მისცა “Русская линия”-ს. “უკვე 1990 წლებში, როდესაც ჩვენ ჩავდიოდით რუსეთში, იგრძნობოდა, რომ მწიფდება ცვლილებები სულიერების მხრივ; იგრძნობოდა ხალხის სულიერი გამოცოცხლება, ისინი რწმენისადმი ინტერესს იჩენდნენ. ჩვენ გვქონდა საშუალება შეგვედარებინა აქაური ეკლესიის მდგომარეობა ჩვენს ცხოვრებასთან საზღვარგარეთ. ზოგი რამ ემთხვეოდა, ზოგიც კი განსხვავდებოდა. მე ყოველთვის მიყვარდა რუსეთი, ვფიქრობდი რუსეთზე, ბევრი წამიკითხავს რუსეთის შესახებ, – ნათქვამია ინტერვიუში. მისი თქმით, ეკლესიის ერთიანობის აღდგენის მთავარი მიზანი იყო რუსი ხალხისათვის დახმარების აღმოჩენა.ზეციური სასუფეველი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და მარადიული ხსოვნა! “Русская линия”