კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომე Ι-ის 90 წლის საიუბილეო მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

უნეტარესო და უწმინდესო მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენ მდაბალთა თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, უფლისმიერი ძმური ამბორით ვეხვევით  და სიხარულით  გიგზავნით მოლოცვებს!

ღვთის მადლით, გულითადი სიხარულითა და ყოველთა გონთ აღმატებული დაურღვეველი მშვიდობით თანაშეკრულნი, თანავეზიარებით თქვენი შობიდან ოთხმოცდაათი წლისა და გამორჩევიდან ორმოცდახუთი წლისთავის სულიერსა და სიხარულით შემოსილ დღეობას.

თქვენი დედამიწაზე ცხოვრების ოთხმოცდაათი წლის ნახევარი მსახურობთ როგორც პირველიერარქი. დიდება უფალს, რომელმაც ყოვლადბრძნულად უწნმინდესი და უსაყვარელი საქართველოს ეკლესიის საჭე თქვენს ხელთ ჩააბარა, და თქვენც, ვითარცა ილია თეზბიტელის თანამოსახელემ, ძნელბედობის ჟამს, მიირქვით იგი როგორც მტკიცე და მედგარმა საჭთმპყრობელმა, სწორედ ამიტომ თქვენი სამწყსო მეტადრე სასოებს მის მწყემსს, რათა უქცეველად დაცულ იყონ ქრისტეს სარწმუნოებაში!

ამრიგად, წადიერ ვიქმენით ჩვენი საპატრიარქო ხელთაგან გამოსული ძმური წერილით გამოგვეთქვა თქვენდამი, ორივე წლისთავისადმი მიძღვნილი, ქრისტეს დიდი ეკლესიისა და პირადად ჩვენი მხურვალე მილოცვები და მოგვეძღვნა ჩვენი გულითადი მადლობა ყოველივესთვის, რაც ძღვნად გაიღეთ წინასწარმეტყველის მსგავსი მოშურნეობით და კვლავაც უძღვნის თქვენი უნეტარესობა საყვარელ, ღვთისმოსავ, სიწმინდის მოყვარე და ღირსებით მოამაყე ქართველ ერს. ამ სათნოებების  უტყუარი მოწმენი ჩვენც შევიქმენით, ვიხილეთ რა ის სიყვარული და მოკრძალებული პატივისცემა, რომელსაც  ეს მორწმუნე ერი გამოხატავს თქვენდამი.

უფალმა ღმერთმა, მისი ყოვლადუხრწნელი და ყოვლადუნეტარესი დედისა და თქვენი ზეციური მფრაველის მეოხებით,  დაიცვას თქვენი ჯანის სიმრთელე და განაძლიეროს სულიერად და ხორციელად თქვენი პატივდებული უნეტარესობა, რომელსაც უფლისმიერი ღრმა სიყვარულით, განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური ამბორით ვეხვევით!

 

თქვენის ღრმად პატივსაცემი უნეტარესობის

ქრისტესმიერი საყვარელი ძმა

 ბართოლომეოს კონსტანტინეპოლელი

23 დეკემბერი 2022

(ახალი სტილით 4იანვარი)