სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის 90 წლის საიუბილეო მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

მის უწმინდესობას და უნეტარესობას,

 ილია მეორეს

 

თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ 90 წლის იუბილეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 45-ე წლისთავს.

დასაფასებელია თქვენი წვლილი ამ წლების განმავლობაში საქართველოში ქრისტიანული და ადამიანური ფასეულობების თანმიმდევრულ გავრცელებასა და განმტკიცებაში, რომელიც დღესაც კი საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თბილად მახსოვს ის შეხვედრები და საუბრები, რაც თქვენთან მქონდა საქართველოში ჩემი ოფიციალური ვიზიტების დროს.

ქრისტიანული ღირებულებითი სისტემისა და ტრადიციებისადმი ერთგულება სომეხ და ქართველ ხალხთა გამაერთიანებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, და უკვე დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში იგი გახდა მყარი და საიმედო საფუძველი სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისა და გაფართოებისთვის.

როგორც ორმა ძველმა ქრისტიანმა ერმა, ჩვენ ისტორიულად ავიღეთ ქრისტიანული, უნივერსალური ღირებულებების შენარჩუნებისა და გავრცელების მისია რთულ და განსაცდელებით სავსე რეგიონში. დიდი იმედი მაქვს, რომ დღესაც გვერდიგვერდ მდგომი სომხეთი და საქართველო შეძლებენ გააგრძელონ თავიანთი საპასუხისმგებლო ისტორიული გზა.

თქვენო უწმინდესობავ,

თქვენი უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულების გზაზე გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და დიდხანს სიცოცხლეს, მეგობრული სომეხი და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

ნიკოლ ფაშინიანი

ერევანი, 2023 წლის 4 იანვარი