სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ქრისტეს შობის დღესასწაულზე (07.01.2023)

ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, დღეს ბედნიერი დღეა - შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ყოველ წელიწადს აქვს თავისი განსხვავება. ეს წელიწადი განსხვავდება იმით, რომ მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს.

მოციქული ამბობს: ,,ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი". უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულ ადამიანს. ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ.

ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ ქრისტე იშვას ჩვენს გულებში, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!"