ლიეტუვის ელჩის ანდრია კალინდრას 90 წლის საიუბილეო მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია ΙΙ-ს

თქვენო უწმინდესობავ,

გილოცავთ 90 წლის იუბილეს! გისურვებთ კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას!
გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობის დღესასწაულს!
თქვენთან ერთად ვთხოვთ უფალს მშვიდობასა და სიხარულს.
შობა ყველა ქრისტიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან
სიყვარული ყველაფრის საფუძველია.
2022 წელი ყველასთვის გამოწვევების წელი იყო, მაგრამ ყოველი სირთულე მადლიერების შესაძლებლობაც არის, იმიტომ რომ, ის რაც ჩვენთვის ადრე ყოველდღიურობა და ჩვეული იყო, ახლა ვხვდებით, რომ ცხოვრების საჩუქარია.
იმედია, რომ ყველა სირთულე წარსულში დარჩება, და ქრისტეს შობასთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავალთ და მშვიდობა, სიხარული და ურთიერთგაგება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევა. დაე, არ მოგვაკლდეს ჩვენ ყველას უფლის წყალობა!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს და ვსარგებლობ რა შემთხევით რათა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ თქვენი ქვეყნის მშვიდობის შენებასა და შენარჩუნებაში.
პატივისცემით,
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
ანდრიუს კალინდრა