სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (29.03.2022)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს

 

მამა მიქაელ,

მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა მამის, ბატონ იოანეს (ვანოს), გარდაცვალების გამო.

შევთხოვთ ღმერთს, შეიწყალოს და აცხოვნოს მისი უკვდავი სული და მეუღლესთან, თამართან, ერთად სავანესა მართალთასა დააწესოს, თქვენ და თქვენს ახლობლებს კი მოგანიჭოთ მშვიდობა.


 

პატივისცემით


სრულიად საქართველოს 

კათოლიკოს-პატრიარქი