საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკვე 40 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში (27.03.2022)

დღეს, 27 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის საზეიმო წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრიდან უკრაინის მოსახლეობისათვის კვლავ გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, - საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები, წყალი, ტანსაცმელი, ბავშვთა კვების პროდუქტები - სულ 25 ტონაზე მეტი ტვირთი, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დალოცა.

1 თვის თავზე უკვე მესამედ შეგროვდა გზავნილი. ამჯერად ძირითადი შემოწირულობა ეპარქიებიდან შემოვიდა, ასე რომ მთლიანობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მოსახლეობაში შეგროვილი   40 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში.

ღმერთმა დალოცოს თითოეული ჩვენი მოქალაქე, ვინც შესაწირი გაიღო განსაცდელში მყოფთათვის.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი",    ,,ჩოხოსანთა საზოგადოება“ და ყველა, ვინც ამ საქმის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, რომელთა დახმარებითაც განხორციელდა ტვირთის ადგილზე უფასოდ ჩატანა.

ჯვრის თაყვანიცემის მადლი ეწეოდეს უკრაინას, საქართველოს და მთელ მსოფლიოს.