სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (20.11.2021(

ბატონი ლევან ფრუიძის გარდაცვალების გამო

 

საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე, შრომის კულტურასა და ეთნოგრაფიაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ჩვენი მიწა-წყლისა თუ ენდემური ჯიშების უბადლო მცოდნემ, ბატონმა ლევან ფრუიძემ შეძლო თავისი ცოდნის თანაზიარი ახალგაზრდებიც გაეხადა და ამ მიმართულებით გამქრალი ინტერესი კვლავ გაეღვივებინა.

განსაკუთრებულია მისი წვლილი მევენახეობის აღორძინებასა და და ქართული ხორბლის ჯიშების პოპულარიზაციაში

ღმერთმა აცხონოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს.

ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები და მშვიდობით აკურთხოს.