სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (20.11.2021)

ბატონი ლევან ცუცქირიძის გარდაცვალების გამო

 

ცნობილი მხატვარი, პორტრეტისტი, მრავალი წიგნის ილუსტრაციათა ავტორი, დავით გარეჯის კომპლექსის ფრესკების ასლების შემქმნელი... ბატონი ლევან ცუცქირიძე 90 წლის ასაკში განეშორა მიწიერ ყოფას. 

შეიძლება ითქვას, რომ მისი პიროვნებისთვის ეტაპად იქცა სიონის საკათედრო ტაძრის მოხატვა.  კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო. ბატონმა ლევანმა ბატონ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძესთან ერთად გაარღვია დიდი ბარიერი, ათწლეულების მანძილზე ინტელიგენციას და ეკლესიას შორის ხელისუფლების მიერ აღმართული და თავისი ცოდნა და შესაძლებლობა რელიგიიის სფეროს დაუკავშირა.

ეს იყო საოცარი ბიძგის მიმცემი და ჩვენს ცხოვრებაში დიდი შემობრუნების დასაწყისი, რასაც შედეგად საეკლესიო ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულების აღორძინება მოჰყვა.

მადლობა მას ამისთვის.

შევთხოვთ ღმერთს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს ბატონი ლევანის უკვდავ სულს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს.