სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

დეკანოზ რევაზ ტომარაძის გარდაცვალების გამო

წავიდა ჩვენგან აჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, საეკლესიო კითხვის ძველი წესის საუკეთესო მცოდნე, ძველი თაობის გამორჩეული მოძღვარი, დეკანოზი რევაზ ტომარაძე.

ღმერთმა განუსვენოს მის უკვდავ სულს მართალთა სავანეში, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და მრევლს მომადლოს ლოცვის ძალა და მშვიდობა.