სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (11.04.2021)

დიდად ვწუხვართ ქალბატონ ნათელას გარდაცვალების გამო. იგი იყო სიკეთით, სიმტკიცით,  გონიერებით გამორჩეული, პატარკაციშვილების დიდი ოჯახის დედა-ბოძი, ქართულ-ებრაული მრავალ საუკუნოვანი მეგობრობის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება.

ვუსამძიმრებთ შვილებს, შვილიშვილებს, ქალბატონ ანას და ქალბატონ ნათელას  ყველა სხვა ახლობელსა და გულშემატკივარს.