სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს

მის უდიდებულესობას დედოფალ ელისაბედ II-ს

 

         თქვენო უდიდებულესობავ,

 

საქარველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო.

პრინც ფილიპეს სახით, ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი. 

თქვენი სამეფო ოჯახისა  და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო,  ვუერთდებით ჩვენც.

ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია