სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

დეკანოზ ვახტანგ ასათიანის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია საქართველოს ეკლესიის  სასულიერო პირთა და   მორწმუნეთა შორის. გამორჩეულია მისი წვლილი  ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის (ყოფილი აბანოს) აღდგენისა და განახლების და ხალხისთვის მსახურების საქმეში.

მას ახლახანს შეუსრულდა დაბადებიდან 70 წელი. მიუხედავად გაწეული შრომისა, იგი კვლავაც ბევრის გაკეთებას გეგმავდა. ახლა სურვილიც საქმედ შეერაცხება ღვთის წინაშე.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო  ახლობლებსა და სულიერ შვილებს მოანიჭოს მშვიდობა.


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია