სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს შეხვდა


ა.წ. 24 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, ბ-ნი რობერტ რედფილდი მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი დავით სერგეენკო, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ბ-ნი ჯეფ ბენო და სხვა ოფიციალური პირები.
მისმა უწმინდესობამ ბ-ნ რობერტ რედფილდს C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებითაც თანადგომა.
სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ეკლესიის გამოჩენილ მეთაურთან შეხვედრა. მისივე განცხადებით, მეცნიერება და რწმენა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ურთიერთთანამშრომლობით ბევრი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. დასძინა ისიც, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმარს საჩუქარი გადასცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.