23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთის დღეც აღინიშნება

23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს. მაცხოვრის მოციქულმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იქადაგა და მოწამეობრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი განსასვენებელი სოხუმთან ახლოს, კომანში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აფხაზეთის დღეც დაწესდა.
ამასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომამდგენლებიც დაესწრნენ.