სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ,,გერმანული ჰოსპიტლის” პროფესორებს შეხვდა

ა.წ. 28 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში ახლადგახსნილი ,,გერმანული ჰოსპიტლის” დირექტორი, ბ-ნი გოჩა ცინცაძე, პროფესორი გია ხუბუა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ჰენინგსენი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პედიატრიული კლინიკის დირექტორი, პროფ. მალი და ამავე უნივერსიტეტის ონკოლოგიური კლინიკის დირექტორი პროფ. პეშელი მიიღო.
სტუმრებმა განაცხადეს, რომ გერმანელი პროფესორებისა და ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თბილისშიც შეეძლებათ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების მიღება.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.