სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ა.წ. 24 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები.
ეს იყო აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის გაცნობითი ხასიათის პირველი ვიზიტი საპატრიარქოში, რომელმაც გულთბილ და ურთიერთპატივისცემის ვითარებაში ჩაიარა.