სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გუჯი ამაშუკელს შეხვდა

ა.წ. 23 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ცნობილ ქართველ ხელოვანს, მოქანდაკესა და იუველირს, ბატონ გუჯი ამაშუკელს და მის ოჯახს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში წასვლამდე ბატონი გუჯი მეგობრობდა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოს ილიასთან (შიოლაშვილი) და სამშობლოში დაბრუნებისთანავე პირველად კათოლიკოს-პატრიარქს ეწვია.