სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ა.წ. 24 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი, ქალბატონი მარია კოცი მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი გია ვოლსკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარიუშ მაშკიევიჩი,საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და სხვა მღვდელმთავრები.
სტუმრებმაც და მასპინძლებმაც ხაზი გაუსვეს ჩვენს ქვეყანებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
მისმა უწმინდესობამ დელეგაციის წევრებს ვიზიტისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.