პატრიარქის ქადაგება (02.04.2017)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდება შენდა და მადლობა შენდა, უფალო.
ორი კვირა დარჩა დიდი მარხვის დამთავრებამდე, სრულდება შვიდი კვირა და უნდა ითქვას, რომ მძიმედ გავატარეთ ეს პერიოდი.ღმერთი განსაცდელს გვიგზავნის, რათაუფრო ღრმად ჩავიხედოთ ჩვენს სულსა და გონებაში, ჩვენს არსებაში და უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფა-ქცევას;
დღეს არის ხსენება ღირსისა დედისა ჩვენისა მარიამ ეგვიპტელისა. უნდა ითქვას, რომ მარიამ ეგვიპტელი არის საოცარი მაგალითი ჩვენთვის, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, როგორ შეიძლება ცოდვითი მდგომარეობიდან გადავიდეს წმინდა ცხოვრებაში. თქვენ ყველამ იცით მისი ისტორია და მე აღარ დავიწყებ ამის განმეორებას.
წმინდა მარიამ ეგვიპტელი ყოველი ჩვენგანის სულსა და გულშია. იგი ყველას ეხმარება უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძვის თავის ნაკლს, თავის ცოდვებს, იგი სინამდვილეში ვერ იქნება წარმატებული.ადამიანმა ჯერ უნდა გაიმარჯვოს თავის თავზე, დაამარცხოს თავისი ვნებები და შემდეგ იგი გამარჯვებული იქნება სხვაზეც.
დღეს არისაუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედა ამ დღესთან დაკავშირებით მისმა უწმინდესობამ დალოცა ბავშვები და ბრძანა:
ხშირ შემთხვევაში აუტიზმის მქონე ბავშვები გენიალური ადამიანები გამოდიან, ღმერთმა ინებოს, რომ ეს ასე იყოს ჩვენს რეალობაშიც. ღმერთმა დალოცოს ისინი და გაახაროს.