სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შეხვედრა

ა.წ. 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე(ჭუაძე) შეხვდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ გიგლა აგულაშვილს. მათ ისაუბრეს კოლხური ბზის მნიშვნელობაზე და საზოგადოებას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან. „მინდა მოვუწოდო თითოეულ ადამიანს, რომ მთავარია უფალს შევეგებოთ გულით და არა ბზის დიდი ბუჩქებით, საკმარისია 1-2 ტოტის შეტანა ოჯახში. უფრო უკეთესი კი ქოთანში დარგული ბზის კურთხევის დამკვიდრებაა“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და ეკლესიამ გამოხატეს მზაობა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ კოლხური ბზის გადარჩენისთვის ზრუნვას.