სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტ, – „მთას ვუბრუნდებით შვილები“-ს გამარჯვებული ბავშვები სტუმრად კათოლიკოს-პატრიარქთან

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განახორციელა სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი, – „მთას ვუბრუნდებით შვილები“, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
დღეს, 1 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მიიღო აღნიშნულ პროექტში გამარჯვებული ბავშვები, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე წარმოადგინეს თავისი ფრიად საინტერესო ნააზრევი, თუ როგორ შეიძლება ძირძველი მაღალმთიანი რაიონების სოფლების აღორძინება, რის გამოც მისი უწმინდესობის შექება დაიმსახურეს.
შეხვედრის დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ განაცხადა, რომ მათი უნივერსიტეტი მზად არის თავის სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესის დამთავრების შემდეგ შექმნიან ოჯახებს და დასახლდებიან მაღალმთიანი რაიონების სოფლებში, ხუთი წლის გამნავლობაში მატერიალურად დაეხმარონ, რათა მათ შეიძინონ შინაური ცხოველები, გააშენონ ბაღ-ბოსტანი და შეიქმნან სათანადო პირობები მთაში დასამკვიდრებლად.