საეპარქიო ამბები: უწმინდესი და უნეტარესი სტუმრად მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში

ა.წ. 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია ქ.ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს (მარგვეთისა და უბისის ეპარქია). მიუხედავად უამინდობისა მას მრავალრიცხოვანი ხალხი დახვდა და დიდი სიყვარულით შეხვდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გადაიხადა პარაკლისი, დალოცა ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები და მრევლი. შემდეგ კი პატრიარქმა მაცხოვრის ხატი საჩუქრად გადასცა ტაძარს მეუფე მელქისედეკს კი პანაღია უსახსოვრა.
უნდა ითქვას, რომ ამ ეპარქიაში მისი უწმინდესობა პირველად იყო.

x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";