29 ნოემბერს გაიმართა კონფერენცია თემაზე – „გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ევროინტეგრაციის გზაზე“

„გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა დაევროინტეგრაციის გზაზე“
საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 29 ნოემბერს, კავშირი „21-ე საუკუნის’’ მიერ ორგანიზებული იქნა კონფერენცია „გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ევროინტეგრაციის გზაზე“
შეხვედრაზე წარმოგიდგენილი იყო ორ გამოცემა – „გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება’’ და „რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში’’.
პუბლიკაციებში პრობლემები განხილული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს რეკომენდაციების, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში.
აღნიშნულ თემებზე გაიმართა მსჯელობა; მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, რელიგიური გაერთიანებების, მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.