საპატრიარქოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე, – „ქართულ–აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები“.

ა.წ. 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე, – „ქართულ–აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები“.
მოხსენებები წაიკითხეს: ბეჟან ხორავამ, დაზმირ ჯოჯუამ, ქეთევან პავლიაშვილმა, ზაზა წურწუმიამ და ლია ახალაძემ (რომლის ტექსტიც წაიკითხა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ).
მათ ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის და ეპარქიის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, 1992/1993 წლების ომის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, თურქეთის აფხაზური დიასპორის საქმიანობაზე, დაურეგულირებელი ქართულ–აფხაზური კონფლიქტის პირობებში გახანგრძლივებული დევნილობისა და იძულებით გადაადგილებულთა სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე.
კონფერენციის მონაწილენი დალოცა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
გთავაზობთ გამომსვლელთა ტექსტებს მცირედი შემოკლებით:
ბეჟან ხორავა – „აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა“
ქეთევან პავლიაშვილი – „ე.წ. აფხაზეთის ეკლესია – „ტროას ცხენი” – საერთაშორისო საეკლესიო პოლოტიკაში“