საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა დონალდ ტრამპს


მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს
თქვენო აღმატებულებავ,
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ა.შ.შ.-ის პრეზიდენტად არჩევას.
ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ.
ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ,
პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
11.11.2016.
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";