საეპარქიო ამბები: ლონდონის ქართულმა სამრევლომ საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისობა“ ჩაატარა

23 ოქტომბერს, ქალაქ ლონდონში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისობა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, ეკლესიის მგალობელთა გუნდმა, ირლანდიიდან მოწვეულმა ქართველ ქალთა ვოკალურმა ჯგუფმა, ქორეოგრაფიულმა ანსანბლმა „ფესვები“ და ბრიტანულმა ვოკალურმა გუნდმა „მასპინძელი“.
ქართული ეროვნული აქსესუარებითა და ნაწარმით მორთულმა ტაძრის ეზომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებსაც უმასპინძლა, იყვნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებიც.
ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის იღუმენმა დოროთემ (ბარბაქაძე) განაცხადა, რომ ამიერიდან ყოველ შემოდგომას აღინიშნება ლონდონში თბილისობა.