საეპარქიო ამბები: ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ეკურთხა

6 ნოემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. რომელიც ღვთის წყალობით, სოფლის მოსახლეობის დიდი შრომითა და მონდომებით აშენდა.
ტაძრის წინამძღვრად დადგენილ იქნა მღვდელი კონსტანტინე ხვიჩია.