დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე სინელის ხსენებას აღნიშნავს (დიდი მარხვის IV კვირა 10.04.2016)

დღეს, დიდი მარხვის დაწყებიდან მეოთხე კვირაა. მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს განრღვეულის განკურნებისა და წმ.იოანე სინელის (კიბისაღმწერელის) ხსენებას.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში აღევლინა წირვა. წირვის შემდეგ კი გადახდილ იქნა პარაკლისი საქართველოს საკეთილდღეოდ.
როგორც ცნობილია, გუშინ, შაბათს, შესრულდა 27 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 25 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან.
დამოუკიდებელი საქართველოს გაძლიერების, განმტკიცებისა და აღორძინებისათვის დღეს განსაკუთრებულად ილოცა საქართველოს ეკლესიამ.
ინებოს უფალმა, რომ როგორც მან განრღვეული აღადგინა, ისე აღადგინოს ჩვენი ქვეყანაც უვნებელი და ტერიტორიულად გამთლიანებული.
წმინდა იოანე კიბისაღმწერლის ლოცვით ღმერთმა სულიერად განამტკიცოს ჩვენი სამშობლო.