სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა, კვიპროსის მთავარეპისკოპოსს

მის უნეტარესობას, ქრიზოსტომოს II,
მთავარეპისკოპოსს ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა
თქვენო უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 75 წლისთავს.
თქვენ თქვენი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ემსახურებით მართლმადიდებელ ეკლესიას და დამსახურებულად სარგებლობთ დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით.
ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მამობრივ ზრუნვასა და სიყვარულს, რომელსაც იჩენთ კვიპროსში დროებით მყოფი საქართველოს ეკლესიის შვილებისადმი და იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენი შემდგომი ღვაწლი კიდევ უფრო განამტკიცებს ძმურ ერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.
გისურვებთ, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ღვთის დიდ წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.