სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები დაასვენეს, სადაც მათი სულის საოხად პანაშვიდი აღევლინა

დღეს, 9 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 ჯარისკაცის ცხედარი დაასვენეს. გადახდილ იქნა პანაშვიდი; შემდეგ კი, გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.