9 აპრილის მემორიალთან, დაცემულ მამულიშვილთა სულის საოხად, ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა პანაშვიდი აღავლინა.

ა.წ. 9 აპრილს პარლამენტისწინ შუაღამიდან მოყოლებული ხალხმრავლობა იყო, რათა გაეხსენებინათ ის პატრიოტული განწყობა და შემდგომი ტრაგედია, რომელიც რუსთაველის გამზირზე 27 წლის წინ დატრიალდა. ეს იყო ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულება.
ამ დღეს აღსრულებულთა სულის საოხად სასულიერო პირებმა არაერთი პანაშვიდი გადაიხადეს, 12საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით პანაშვიდი აღავლინა ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე).