გუტენბერგის ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი უწმინდესმა და უნეტრესმა ილია II-მ რეზიდენციაში მიიღო

გუტენბერგის ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი,მსოფლიო ლუთერანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დოქ. ოტფრიდ იული, თანმხლებ პირებთან ერთად, დღეს, 8 აპრილს, უწმინდესმა და უნეტრესმა ილია II-მ რეზიდენციაში მიიღო.

შეხვედრაზე სტუმრებმა მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და გერმანიაში ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მისმა უწმინდესობამ მწუხარება გამოთქვა ტერაქტებთან დაკავშირებით და თავის მხრივ საქართველოში არსებულ იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორული მთლიანობის დარღევას უკავშირდება, რის პასუხადაც დოქ. იულიმსრული მხარდაჭერა დააფიქსირა.
საუბარი ასევე შეეხო წმინდა და დიდი კრების თემას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბოლო მოსამზადებელი შეხვედრები უკვე დაიწყო და მასში ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა რიგ საკითხებში წინააღმდეგობებია და რომ იმედია, კონსენსუსი მიღწეული იქნება.