სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წლები)

1. სა­სუ­ლიე­რო ცხოვრე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი
XX საუ­კუ­ნე­ში საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკლე­სიის საჭეთმპყ­რო­ბელ­თა შო­რის უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ერთ-ერ­თი რჩეულ­თა­გა­ნია. მი­სი მამადმ­თავ­რო­ბა დაემთხ­ვა საქართ­ვე­ლოს ისტო­რიის ყვე­ლა­ზე ტრაგი­კულ ხა­ნას, რო­ცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბი­სათ­ვის ქრის­ტია­ნუ­ლი სარწ­მუ­ნოე­ბა, ეკ­ლე­სია სრულიად მიუ­ღე­ბე­ლი იყო ამ დროს სა­სუ­ლიე­რო პი­რო­ბა გმირო­ბის ტოლ­ფა­სი გამხ­და­რი­ყო. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე იყო სა­ხე საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიდე­ბე­ლი სამოციქულო ეკ­ლე­სიი­სა, მას პა­ტივს სცემდნენ რო­გორც მოწ­მუ­ნე მრევ­ლი, ასე­ვე ათეის­ტე­ბიც. ვინც ერთხელ მაინც შეხვედ­რია მას სამუ­და­მოდ დაამახ­სოვრ­დათ ბიბ­ლიუ­რი მწყემსმთავ­რის ჭკვია­ნი თვა­ლე­ბი, რომე­ლიც ნა­თელს ჰფენ­და გარშე­მომ­ყოფთ. გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ჭა­ბუ­კი ირაკლი შიოლაშვილი ვლადიკავ­კა­ზი­დან მცხე­თა­ში, სვეტიც­ხოვ­ლო­ბა­ზე ჩამოიყ­ვა­ნა თა­ვის­მა ნათლიამ ზოილე დვალიშ­ვილ­მა და ლოც­ვა-კურთხე­ვის ასა­ღე­ბად მიიყ­ვა­ნა უწმი­დეს კალისტრა­ტეს­თან, მა­შინ არ­ცერთ­მა არ ვიცო­დით, რომ ეს იყო ორი პატრიარ­ქის შეხვედ­რაო – დას­ძენს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.
კა­ლისტ­რა­ტე (ბი­ჭი­კო) მიხეი­ლის ძე ცინ­ცა­ძე დაი­ბა­და 1866 წლის 12 აპ­რილს ქუთაი­სის მაზრის სო­ფელ ტობა­ნიერ­ში (ახ­ლან­დე­ლი ვა­ნის რაიო­ნი). ცინ­ცა­ძე­თა გვა­რი წარმო­შო­ბით გურიი­და­ნაა. მი­სი მშობ­ლე­ბი იყვნენ: მღვდე­ლი მიხეი­ლი და დე­და ეკა­ტე­რი­ნე გოგო­რიშ­ვი­ლი. მიხეილ ცინცა­ძეს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ჯრუჭის მონას­ტერ­ში მიტრო­პო­ლიტ და­ვით წერეთ­ლის კარ­ზე, იყო საეკ­ლე­სიო წიგ­ნე­ბი­ს საუც­ხოო მცოდ­ნე, მის ოჯახ­ში ყოველთ­ვის იყვნენ დიაკ­ვა­ნი შე­გირ­დე­ბი. მამა მიხეილი გარდაიც­ვა­ლა 1882 წლის 8 თე­ბერ­ვალს 47 წლის ასაკ­ში. შვილე­ბის აღზრდის მთე­ლი სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თა დე­დამ, ეკა­ტე­რი­ნემ, რო­მე­ლიც გამოირ­ჩეო­და რო­გორც შრომის­მოყ­ვა­რე, მკაც­რი, მაგრამ სა­მართ­ლია­ნი ხასია­თით.
წე­რა-კითხ­ვა მას დამ, მატრო­ნამ შეას­წავ­ლა, ხო­ლო “ჟამნის” შესწავ­­ლა­ში­ მამის შეგირდი დიაკვ­ნე­ბი დაეხმარ­ნენ.
XIX საუ­კუ­ნის 60-90-იან წლებ­ში რუსე­თის საე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ხელისუფ­ლე­ბი­სა­გან ავტოკე­ფა­ლია­გაუქ­მე­ბულ საქართ­ვე­­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის სა­ხე არა იმ­პე­რიუ­ლი სულისკ­ვე­­თე­ბის რუ­სი ეგ­ზარ­ქო­სები, არა­მედ ერთეუ­ლი ქართ­ვე­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი იყვნენ, რო­მელ­თა შო­რის იმე­რე­თის ეპის­კო­პო­სი გაბ­რიე­ლი (ქი­ქო­ძე) სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლეგენ­დად ქცეუ­ლი­ყო. ეპის­კო­პო­სი გაბ­რიე­ლი ერთნაი­რად ძვირ­ფა­სი იყო, რო­გორც ახალგაზრ­დე­ბი­სათ­ვის, ისე ხანშიშესულ­თათ­ვი­საც, იგი ბევრს მოგზაუ­რობ­და თა­ვის ეპარ­ქია­ში, ქრისტია­ნულ მოძღვ­რებას, სამშობ­ლოს სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლი­და თა­ვის მრევლს. რო­გორც უწმი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე გად­მოგვ­ცემს: “იმ ხა­ნებ­ში ჩვენს სო­ფელ­ში გარდაიც­ვა­ლა სოლო­მონ შარა­ძე­ნი­ძის დე­და. ანდერ­ძის ასა­გე­ბად მოიწ­ვიეს გაბრიელ ეპის­კო­პო­სი, წირვის დროს საკურთ­ხე­ველ­ში ვტრია­ლებ­დი, “განი­ცა­დეს, რომ გალობდ­ნენ მი­მიხ­მო, ლოც­ვე­ბი გამომ­კით­ხა, ჯვა­რი მა­ჩუ­ქა და მა­მას უბრ­ძა­ნა თა­ვის დრო­ზე შეიყ­ვა­ნე სასწავ­ლე­ბელ­შიო”.[1] ეპის­კო­პოს გაბრიელ­თან შეხვედ­რამ განსაზღვ­რა ჭა­ბუ­კი კალისტ­რა­ტეს მო­მა­ვა­ლი.
1875 წელს ოჯახ­მა იგი ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში შეიყ­ვა­ნა. იმ დროს სა­სუ­ლიე­რო და საე­რო სასწავლებ­ლებ­ში ცდილობდ­ნენ მოსწავ­ლეებ­ში ჩაეკ­ლათ ეროვ­ნუ­ლი სუ­ლისკ­ვე­თე­ბა. ამ მხრივ გამოირ­ჩეო­და ლათი­ნუ­რის მასწავ­ლე­ბე­ლი თ. ბო­გო­ლიუ­ბო­ვი, მაგრამ ქართ­ვე­ლი მასწავ­ლებ­ლე­ბი: ნი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი, რაჟდენ გიგაუ­რი, და­ვით ჩი­მა­კა­ძე, კოწია მა­ჭა­ვა­რია­ნი, პოლიევქ­ტოს კვი­ცა­რი­ძე, ნი­კო მაღ­რა­ძე მაინც ახერ­ხებდ­ნენ მოსწავ­ლე­თა პატ­რიო­ტუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბით აღზრდას. თვით გაბრიელ ეპის­კო­პო­სიც მძი­მე მდგო­მა­რეო­ბა­ში იყო. ეგ­ზარ­ქო­სებს აღიზია­ნებ­დათ მი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ცდილობდ­ნენ ეპარ­ქიის სამღვდე­ლოე­ბის მასთან დაპირის­პი­რე­ბას. მაგა­ლი­თად, თუ ეპის­კო­პო­სი გაბ­რიე­ლი რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლიე­რო პირს დამსა­ხუ­რე­ბუ­ლად დას­ჯი­და, ეგ­ზარ­ქო­სი თავის­თან იხმობ­და დას­ჯილს და მიტრით ან ოქ­როს ჯვრით აჯილ­დო­ვებ­და. ეს იყო საეკ­ლე­სიო კანო­ნი­კის ფეხქვეშ გათელ­ვის მა­გა­ლი­თი, მაგრამ ეგ­ზარ­ქო­სებს რაც მოეპ­რია­ნე­ბო­დათ, იმას აკე­თებდ­ნენ.
ეგზარ­ქო­სე­ბი­სად­მი დაუმორ­ჩი­ლე­ბელ ეროვ­ნუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბის ქართველი მღვდელმთავ­რის მი­მართ რუსე­თის საიმ­პე­რა­ტო­რო ხელი­სუფ­ლე­ბა ფა­რულ პოლი­ციურ ზედამხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ციე­ლებ­და, ზოგჯერ ისეთ ცილის­წა­მე­ბა­საც ავრცე­ლებ­და, რომე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო გაბრიელ ეპის­კო­პო­სის სა­ხე­ლი­სა და ავტო­რი­ტე­ტის წინააღმ­დეგ. “1875 წელს გაბრიელ ეპის­კო­პოსს ბრალად დასდეს ქუთაი­სი­სა და გელა­თის ეკლე­სიე­ბის სიძ­ვე­ლე­თა მო­პარ­ვა. ვიდ­რე სი­მართ­ლე გაირკ­ვეო­და მაშინ­დელ პრესა­შიც, სა­სუ­ლიე­რო წრეებ­შიც და ხალხშიც ათასგ­ვა­რი მითქ­მა-მოთქ­მა თუ ჭო­რი გავრცელ­და. დაი­ნიშ­ნა გა­მო­ძიე­ბა, შეიქმ­ნა კო­მი­სიე­ბი… საბო­ლოოდ გაირკ­ვა ბრალდე­ბის სრუ­ლი სიყალ­ბე”.[2]
გაბრიელ ეპის­კო­პო­სი ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში დამამთავ­რე­ბელ კურს­ზე ესწ­რე­ბო­და გა­მოც­დებს. იგი გულის­ყუ­რით უს­მენ­და მოსწავლეებს და გა­მორ­ჩეუ­ლებს რეკომენ­და­ციით აგ­ზავ­ნი­და სწავლის გასაგრძე­ლებ­ლად თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში. 1882 წელს კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რიის რექ­ტორს არქი­მანდ­რიტ მიხეილ კრი­ლოვს გაბრიელ ეპისკოპო­სის რეკომენ­და­ციით წა­რუდ­გა, მაგრამ რექ­ტორს ყოყ­მა­ნი დაეტ­ყო, რო­გორც ჩანს არ უნ­დო­და კალისტ­რა­ტეს მი­ღე­ბა, მაგრამ გაბრიელ ეპის­კო­პო­სის განაწ­ყე­ნე­ბა­საც მოე­რი­და და ბო­ლოს მაინც დადე­ბი­თად გა­დაწყ­ვი­ტა სა­კით­ხი.
XIX საუ­კუ­ნის 80-ია­ნი წლების თბილის­ში მოღვაწეობდ­ნენ ეროვ­ნულ-განმა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძრაო­ბის ლი­დე­რე­ბი: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ია­კობ გოგე­ბაშ­ვი­ლი, ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, სერ­გეი მეს­ხი, კი­რი­ლე ლორთ­ქი­ფა­ნი­ძე. გა­მო­დიო­და გა­ზე­თე­ბი: “დროე­ბა”, “ივე­რია”. ამა­ვე დროს გაძლიერ­და რუსე­თის რეაქ­ციუ­ლი წრეე­ბის ზე­წო­ლა ეროვ­ნულ-განმათა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რაო­ბა­ზე. საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე, მთავარ­მარ­თე­ბე­ლი დონდუ­კოვ-კორ­სა­კო­ვი და კავკა­სიის განათ­ლე­ბის ოლ­ქის მზრუნ­ვე­ლი ია­ნოვს­კი ყვე­ლა­ფერს აკე­თებდ­ნენ, რა­თა ქართვე­ლო­ბას დაე­ვიწ­ყე­ბი­ნა თა­ვი­სი წარ­სუ­ლი – აწმ­ყო და არ ეფიქ­რა მომა­ვალ­ზე. მარ­თა­ლია სემი­ნა­რიის მასწავ­ლებ­ლე­ბი ცდილობდ­ნენ ეროვ­ნულ და რევო­ლუ­ციურ იდეებს არ შემოეღ­წია სასწავ­ლე­ბელ­ში, მაგრამ ამას ვერ ახერ­ხებდ­ნენ. სე­მი­ნა­რია­ში ერ­თად ცხოვრობდ­ნენ: ალექ­სი (ან­ტონ) გიორ­გა­ძე, გი­გო შენ­გე­ლია, იო­სებ ლალიაშ­ვი­ლი, კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე, იე­რო­თეოზ აი­ვა­ზაშ­ვი­ლი. პირველ წლებ­ში კალისტ­რა­ტეს უჭირ­და ბერძ­ნუ­ლი და რუ­სუ­ლი ენე­ბის შესწავ­ლა, მაგრამ ბე­ჯით­მა შრომამ თა­ვი­სი გაი­ტა­ნა და იგი ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩეუ­ლი იყო სე­მი­ნა­რია­ში. მეგობ­რობ­და დამამ­თავ­რე­ბე­ლი კურსის სემინა­რიე­ლებ­თან: ბესა­რიონ ხელაიას­თან, სი­ლი­ბისტ­რო ჯიბლაძეს­თან, ისი­დო­რე რამიშვილ­თან, ბართ­ლო­მე მოსეშვილ­თან, ივა­ნე გიორგა­ძეს­თან, ალექ­სანდ­რე და კონსტან­ტი­ნე ჟორდანიებ­თან, პეტ­რე ჭარაიას­თან. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ხშირად დადიო­და მთაწმინ­და­ზე ზა­ქა­რია ჭიჭი­ნა­ძის სახლ­ში, სა­დაც ეც­ნო­ბო­და მრავალრიც­ხო­ვან საის­ტო­რიო დოკუმენ­ტე­ბის ხელ­ნა­წე­რებს, თავი­სუ­ფალ ლიტე­რა­ტუ­რას. სე­მი­ნა­რია­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი მკაც­რი რეჟი­მის მიუ­ხე­და­ვად იყვნენ ისე­თი მასწავლებ­ლე­ბიც, რომელ­თაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი დატო­ვეს ახალ­გაზრ­დებ­ზე. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე სიყვა­რუ­ლით იხსენებდა: თ. ჟორდა­ნიას, ალ. ალ­ბო­როვს, პ. პოტოც­კის. საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე განსაკუთ­რე­ბით ავიწ­როებ­და თე­დო ჟორდა­ნიას, რომელ­საც შეუმ­ცი­რეს ქართუ­ლის საა­თე­ბი, ბო­ლოს კი მოსთხო­ვეს ქართუ­ლის რუსუ­ლად სწავ­ლე­ბა?! უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე დადე­ბი­თად ახა­სია­თებ­და სემი­ნა­რიის მეო­რე ქართველ მასწავ­ლე­ბელს იო­სებ მექა­ნა­რიშ­ვილს, რომე­ლიც სემინა­რიე­ლებ­თან ერ­თად აწ­ყობ­და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო საღამოებს, თეატ­რა­ლურ წარმოდ­გე­ნებს. ასეთ ადამიანს ექზარქოსი “არამზადას და მხეცს უწოდებდა”.[3] თბი­ლი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში 1886 წლის 24 მაისს იო­სებ ლალიაშ­ვი­ლის მიერ რექტორ ჩუდეც­კის მკვლე­ლო­ბა იყო რუსე­თის რეაქ­ციუ­ლი პოლი­ტი­კის წინააღმ­დეგ ბრძოლის დასაწყისი. კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის მოგო­ნე­ბებ­ში დაწვ­რი­ლე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი თუ რო­გორ მოხ­და ეს და რა რეაქ­ცია ჰქონ­და მომხდარ­თან დაკავ­ში­რე­ბით საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქოს პავლეს. 1886 წლის 28 მაისს რუსე­თის სინო­დის ობერპ­რო­კუ­რორ კ. პობედო­ნოს­ცე­ვის სა­ხელ­ზე გაგზავ­ნილ წე­რილ­ში ეგ­ზარ­ქო­სი წერდა: “დამ­ნა­შა­ვე, როგორც ჩანს სოცია­ლიზ­მი­სა და ქართვე­ლო­ფი­ლო­ბის ადგილობ­რივ­მა მოთა­ვეებ­მა მოის­ყი­დეს… მოგ­ვი­წევს ყვე­ლა ქართვე­ლის გა­ძე­ვე­ბა, თუ არ გვინ­და სემი­ნა­რიის სრუ­ლი დე­მო­რა­ლი­ზა­ცია”.[4]ეგზარ­ქოს­მა პავლემ განს­ვე­ნე­ბუ­ლი ჩუ­დეც­კი რუსე­თის სახელმ­წი­ფოებ­რი­ვი და რე­ლი­გიუ­რი ინტერე­სე­ბი­სათ­ვის წამე­ბუ­ლად წარ­მოა­ჩი­ნა. თბილისის წმ. ალექ­სანდ­რე ნევე­ლის სახ. ეკ­ლე­სია­ში მან შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა: “ბოროტმოქმედის მსხვერპლი კი არ იმსახურებს გლოვას, არამედ ის გარემო, რომელმაც წარმოშვა ბოროტმოქმედი. დიახ, გლოვობენ მამები და დედები ჩვენი მხარისა, რომ ჩვენს წრეში არსებობენ ბავშვები ცხოველური მიდრეკილებების ამარა. მათ მიმართ არ იმოქმედა ოჯახის ლმობიერებამ, ვერ მოახდინა გავლენა სკოლის კეთილმა და თბილმა დამოკიდებულებამ. ისინი შეპყრობილნი არიან გარეშე, ცრუ და მავნე ზემოქმედებით; გლოვობენ იმის გამო, რომ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნიც კი. წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს.”
სინოდის ობერ-პროკურორ კ. პობედონოსცევის სახელზე გაგზავნილ წერილში ეგზარქოსი პავლე წერდა: “ბოროტმოქმედი 19 წლისაა და როგორც ჩანს, მოსყიდულია ადგილობრივი სოციალ-დემოკრატებისა და გრუზინოფილებისაგან. მათ კარგად ესმოდათ, რომ ძალზე ჭკვიანი და ენერგიული რექტორი, რომელმაც დაიწყო ბოროტების ძირ-ფესვიანად აღმოფხვრა, მათი საშიში მტერი იყო. ამიტომაც გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება… მკვლელობის დღეს ის ორი საათის განმავლობაში დაეხეტებოდა ჩემს ეზოში, ეკლესიაშიც კი შემოვიდა, მაგრამ არა სალოცავად, რადგან “რომელი ქერუბიმთას” დროს სკამზე იჯდა და დიაკონმა წამოაგდო. ვფიქრობ, ის სწავლობდა ჩემი ცხოვრების წესს. ცდილობდა, შემოსულიყო ჩემთან იმ ღია კარიდან, რომლიდანაც მე ვუსმენ ხოლმე წირვას, და მოულოდნელად დამსხმოდა თავს. ყველაფერი ეს, რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებებია და არა ჭეშმარიტება. მაგრამ ერთი აშკარაა, რომ ჩემი სიკვდილი ბოროტის ხელით აქ ბევრს გაახარებდა დაწყებული იმ არამზადა “დიდებულებიდან”, რომლებმაც თქვენ მოგართვეს ცნობილი მოხსენებითი ბარათი. ვფიქრობ, ღმერთმა მიხსნა სიკვდილისაგან, თავისი უხილავი შემწეობითა და შეწყნარებით.” (“საღვთისმეტყველო კრებული” 1987. N3. გვ. 31-32).
ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბა აღაშ­ფო­თა ეგზარ­ქოს პავლეს ამ სიტყვებ­მა. ქუთაი­სის თავად-აზ­ნაუ­რო­ბის მარშალ­მა დი­მიტ­რი ყიფიან­მა სა­ჯა­რო წე­რილ­ში დაუ­ფა­რა­ვად მოით­ხო­ვა შემჩვენებ­ლის შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი ქვეყნი­დან გა­ძე­ვე­ბა. მარ­თა­ლია დი­მიტ­რი ყიფია­ნი რუსე­თის იმპე­რა­ტო­რი­სად­მი “ურჩო­ბის” მოტი­ვით საქართ­ვე­ლო­დან სტავრო­პოლ­ში გადაა­სახ­ლეს და 1887 წელს ვერა­გუ­ლად გამოა­სალ­მეს სიცოცხ­ლეს, მაგრამ ამ ფაქტ­მა ვერ დაა­ში­ნა ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბა, პირი­ქით, დი­მიტ­რი ყიფია­ნის დაკრძალ­ვა მთაწმინ­და­ზე იქ­ცა ეროვ­ნულ ძალ­თა გაერ­თია­ნე­ბის მძლავრ დემონსტ­რა­ციად. 1888 წელს კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ დაამ­თავ­რა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია და რექტო­რის პაი­სი ვინოგ­რა­დო­ვის რეკომენ­და­ციით სწავლის გასაგრძე­ლებ­ლად გაე­შუ­რა კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში.
კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია ქართ­ვე­ლი სტუდენტე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სასწავ­ლე­ბე­ლი იყო რუსე­თის იმ­პე­რია­ში. აქ მოღვაწეობდ­ნენ ქრის­ტია­ნუ­ლი თეო­ლო­გიის აღია­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი. კიე­ვის აკა­დე­მია დაამთავ­რეს: ისტო­რი­კოს­მა დი­მიტ­რი ფურცე­ლა­ძემ, ია­კობ გოგებაშ­ვილ­მა, დეკა­ნოზ­მა გიორ­გი ხელი­ძემ, მწერალ­მა ნი­კო ლომოურ­მა, სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქებ­მა: კირიონ II, ლეო­ნიდ­მა, მიტროპოლიტმა ნაზარ ლეჟავამ, მიტროპოლიტმა გიორგი ალადაშვილმა, ეპის­კო­პოს­მა დიმიტ­რი ა­ბა­ში­ძემ, ეპის­კო­პოს­მა პი­როს ოქრო­პი­რი­ძემ, აკა­დე­მი­კოს­მა კორ­ნე­ლი კეკე­ლი­ძემ, სა­სუ­ლიე­რო პი­რებ­მა: ნიკო­ლოზ მახა­თა­ძემ, გაბრიელ ცაგა­რელ­მა, ამბ­რო­სი კავკა­სი­ძემ, მარკოზ ტყემა­ლა­ძემ, ილია ფერა­ძემ, მელი­ტონ კელენ­ჯე­რი­ძემ, ან­ტონ ფირცხა­ლა­ვამ, ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძემ.
კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში მიი­ღეს სა­ხელმ­წი­ფო ხარჯ­ზე. როგორც იგი გად­მოგვ­ცემს 1888 წლის სექტემ­ბერ­ში რუსე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ისტო­რიის პროფე­სორ­მა ზავიტ­ნე­ვიჩ­მა წაი­კით­ხა ლექ­ცია რუსე­თის დიდ მთავარ ვლადი­მირ­ზე. ლექციის დროს პრო­ფე­სო­რი შეე­ხო X საუ­კუ­ნის ბიზან­ტიის იმპე­რიის ისტო­რიის სა­კით­ხებს, მაგრამ საერ­თოდ არ ახ­სე­ნა ქართ­ვე­ლე­ბი. ახალ­გაზრ­და სტუ­დენტ­მა მორი­დე­ბით, მაგრამ მაინც უსაყ­ვე­დუ­რა პრო­ფე­სორს. ამ უკა­ნასკ­ნელს მოე­წო­ნა სტუდენ­ტის ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა, განსწავ­ლუ­ლო­ბა და დაა­ვა­ლა მოემ­ზა­დე­ბი­ნა სა­დიპ­ლო­მო თე­მა – “და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, რო­გორც საეკ­ლე­სიო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე” აკა­დე­მიის ხელმძღვა­ნე­ლო­ბამ ასე­თი სათაუ­რის თე­მა არ დაამტ­კი­ცა. სამა­გიე­როდ უა­რი არ უთქ­ვამთ თე­მა­ზე “ივე­რიის ეკ­ლე­სია სასა­ნი­დე­ბის პერიოდ­ში”. ნაშრომში კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე “პირ­ველწ­ყა­რო­თა მეც­ნიე­რუ­ლი ანა­ლი­ზის საფუძ­ველ­ზე ცხადყოფ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მოციქუ­ლებ­რიო­ბას… აქ­ვე აშუ­ქებ­და ივე­რიის საკა­თა­ლი­კო­სოს ისტო­რიის რიგ გაურკ­ვე­ველ სა­კით­ხებს სასა­ნიან­თა ბატო­ნო­ბის პერიოდ­ში, საეკ­ლე­სიო სა­მარ­თალს, ადგილობ­რივ საეკ­ლე­სიო კრე­ბებს, მთავარე­პის­კო­პოს­თა სიას, ეკლე­სიის იე­რარ­ქიულ აღნაგო­ბას”[5] ნაშრო­მის რეცენ­ზენ­ტე­ბი იყვნენ პროფ. ი. მა­ლი­შევს­კი, ა. ოლეს­ნიც­კი, რომელ­თაც მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მისცეს მას. ამის შე­სა­ხებ ქართველ საზო­გა­დოე­ბას აუწ­ყებ­და 1892 წელს სასულიერო ჟურ­ნა­ლი “მწყემ­სი”.
1890 წელს კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ კიევში დე­დის წე­რი­ლი მიი­ღო, რომე­ლიც ოჯა­ხის მძი­მე მა­ტე­რია­ლუ­რი მდგომა­რეო­ბის გა­მო სთხოვ­და შვილს სამშობ­ლო­ში დაბრუ­ნე­ბას. წე­რილ­მა ძლიერ დაა­ღო­ნა არა მარ­ტო კა­ლისტ­რა­ტე, არა­მედ მი­სი ამხა­ნა­გე­ბიც. თანაკურ­სელ­მა ილია ფერა­ძემ სა­გან­გე­ბო წერი­ლით მი­მარ­თა იმე­რე­თის ეპის­კო­პოს გაბრიელს, რომე­ლიც ჩვეუ­ლი ­გუ­ლისხ­მიე­რე­ბით მოე­კი­და მას “აკა­დე­მიის თა­ვის დანე­ბე­ბის განსაც­დე­ბი­სა­გან გამო­მიყ­ვა­ნა ყოვლადსამღვ­დე­ლო გაბრიე­ლის მამობ­რივ­მა ზრუნვამ”.[6] წერდა მოგვიანებით იგი.
1890 წელს ზაფხუ­ლის არდა­დე­გებ­ზე კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ჩა­მო­ვი­და სა­ქართ­ვე­ლო­ში, ქუთაის­ში მადლო­ბის სათქმე­ლად ეახლა ეპის­კო­პო­ს გაბ­რიე­ლს, რომელ­მაც დაწვრი­ლე­ბით გამოჰ­კით­ხა კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის ამ­ბე­ბი. ყოვლადსამღვ­დე­ლო გაბრიელს განსაკუთ­რე­ბით აღელ­ვებ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მო­მა­ვა­ლი. “მე და ალექ­სანდ­რე ოქ­რო­პი­რი­ძე უკ­ვე დავბერ­დით, დღეს თუ ხვალ სიკვდი­ლიც თა­ვის მოვა­ლეო­ბას შეას­რუ­ლებს, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბე­რე­ბი გარ­და ლეო­ნი­დი­სა, ჩვენ არ გვყავს… თუ სამშობ­ლო გიყ­ვარს ხშირად იფიქ­რე ბე­რო­ბა­ზეო”[7] – დაამ­თავ­რა თა­ვი­სი და­რი­გე­ბა მეუ­ფე გაბრიელ­მა.
1892 წელს სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის დამთავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ღვთიმეტყ­ვე­ლე­ბის კან­დი­და­ტი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე დაბრუნ­და სა­ქართ­ვე­ლო­ში, გაა­ნა­წი­ლეს ხო­ნის სასწავ­ლე­ბელ­ში საღვთო სჯულის მასწავლებ­ლად, მაგრამ იქ ად­გი­ლი არ აღ­მოჩნ­და. გაბრიელ ეპის­კო­პოსს სურ­და ქუთაის­ში ქალ­თა საე­პარ­ქიო სასწავ­ლე­ბელ­ში დაე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგრამ აქაც წინააღმ­დე­გო­ბე­ბი შეხვ­და. ამი­ტომ იგი გამოე­შუ­რა თბილის­ში და 1893 წელს დაი­ნიშ­ნა დიდუ­ბის ეკ­ლე­სია­ში. 11 აპ­რილს ეკურთხა დიაკვ­ნად, ხო­ლო 18 აპ­რილს მღვდლად ეგზარქოს ვლადიმერის მიერ. დიდუ­ბის ეკ­ლე­სია იმი­თაც იყო მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ მის გვერდით მდებარეობდა ქართველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თეო­ნი იყო. 1893 წელს ქართველ­მა საზო­გა­დოე­ბამ განჯი­დან გადმოას­ვე­ნა ნიკო­ლოზ ბარათაშ­ვი­ლის ნეშ­ტი. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ქართველ­მა საზო­გა­დოე­ბამ დი­დუ­ბე­ში, ნიკო­ლოზ ბარათაშ­ვი­ლის ცხედარ­თან წარ­მოთქ­მუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე სიტყვით გაიც­ნო. “ნიკო­ლოზ ბარა­თაშ­ვი­ლი ბუ­ნე­ბა­ში და ბუნე­ბის შემწეო­ბით ეძებს და ჰპოუ­ლობს მას, ვი­საც ძა­ლუძს შვების მო­ცე­მა… ამ სა­ხედ, წმიდის მოცი­ქუ­ლის სიტყვის თანახ­მად მან ბუ­ნე­ბა აღია­რა ხმად ღვთი­სა კაც­თა მი­მართ – წიგნად, სა­დაც ამოი­კით­ხა, რომ შვე­ბა და ლხე­ნა შეუძ­ლია მია­ნი­ჭოს ადა­მია­ნის გულს მხოლოდ მან, ვინც არის მი­ზე­ზი ადა­მია­ნი­სა და თვით ბუნე­ბის გა­ჩე­ნი­სა”.[8]
1893 წლიდან მო­ყო­ლე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს რელი­გიურ-საზოგა­დოებ­რივ და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვრე­ბის სფეროში არ ყო­ფი­ლა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, სა­დაც მამა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს მო­ნა­წი­ლეო­ბა არ მიე­ღო.
2. ბრძო­ლა ეგზარ­ქო­სე­ბის ანტი­ქარ­თუ­ლი პოლი­ტი­კის წინააღმ­დეგ
საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბის შემდეგ რუსე­თის ხელისუფ­ლე­ბამ შექმ­ნა საქართ­ვე­ლოს საეგ­ზარ­ქო­სო, რომელ­საც ქართ­ვე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის ვარლამ ერის­თა­ვის შემდეგ რუ­სი ეგ­ზარ­ქო­სე­ბი განა­გებდ­ნენ. ეგზარქოსები არ ითვალის­წი­ნებდ­ნენ მრავალ­საუ­კუ­ნო­ვან ქართულ საეკ­ლე­სიო ტრადიციებს, დევნიდ­ნენ ქართულ ენას, ქართულ გალო­ბას, შეუ­რაცხ­ყოფდ­ნენ ქართველ წმინ­და­ნებს, ეკლესიებში ანგრევდ­ნენ ქართულ კან­კე­ლებს და ცვლიდნენ რუსუ­ლით, მონასტრებიდან აძევებდნენ ქართველ ბერებს და მათ ადგილზე ნიშნავდნენ რუსებს. რუ­სი ეგზარქო­სე­ბი­სათ­ვის მიუ­ღე­ბე­ლი იყვნენ ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბის სამღვ­დე­ლოე­ბა. კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის მახვილი თვა­ლი­სა და უზუს­ტე­სი ფსი­ქო­ლო­გიუ­რი დაკვირ­ვე­ბე­ბის შე­დე­გია XIX საუ­კუ­ნის 80-ია­ნი წლები­დან 1917 წლამ­დე საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქო­სე­ბის ის­ტო­რიუ­ლი პორტ­რე­ტე­ბი. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მრავალრიც­ხო­ვან საეკ­ლე­სიო საბუ­თე­ბის მოშვე­ლიე­ბით სრულად აღად­გენს ეპო­ქის სუ­რათს. ეგზარ­ქო­სე­ბის დახა­სია­თე­ბი­სას მას არა­სო­დეს არ ღა­ლა­ტობს ობიექ­ტუ­რო­ბა.
1891 წელს კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში სწავლის პერიოდ­ში შეხვ­და საქართ­ვე­ლოს ყო­ფილ ეგ­ზარ­ქოსს იოა­ნი­კე რუდ­ნევს, რომე­ლიც იმხა­ნად კიე­ვის მიტ­რო­პო­ლი­ტი იყო. “სარწ­მუ­ნო წყარო­დან ვი­ცი, რომ როდე­საც 1882 წელს საქართ­ვე­ლო­დან გადაიყ­ვა­ნეს ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე შე­ჩერ­და, მობრუნ­და საქართვე­ლოს­კენ, პირ­ჯა­რი გადაი­წე­რა და თქვა: გმადლობ, შენ, ყოვლად წმი­და ქალ­წუ­ლო, რომ შესაძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცი, ამ ვე­ლუ­რებს ცოც­ხა­ლი გა­დავრ­ჩე­ნო­დიო”[9]. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე იმოწ­მებს მთავარე­პის­კო­პოს ნიკა­ნო­რის დია­ლოგს იონი­კეს­თან რომე­ლიც ასე ახა­სია­თებს ქართ­ვე­ლებს: “მათ ხომ არ აქვთ განსჯის უნა­რი: გონე­ბაჩ­ლუნგ­ნი არიან, მაგრამ რა­საც დაი­ჩე­მე­ბენ აღარ გადათქ­ვა­მენ. კა­ცის მოკვ­ლა არაფ­რად უღირთ. ნათე­საო­ბას მე-14 თაო­ბამ­დე თვლიან, თუმ­ცა ხან­ჯა­ლი ჩასცენ ღვიძლ ძმას მათთვის ძნე­ლი არ არის. შმა­გი ხალ­ხია, ოდ­ნავ აღელ­ვე­ბა­ზე კარგა­ვენ წონას­წო­რო­ბას და იძრო­ბენ ხან­ჯალს”[10]. ქართვე­ლებ­ზე ასე­თი შეხე­დუ­ლე­ბის მწყემსმ­თა­ვა­რი ბუ­ნებ­რი­ვია, კარგს არა­ფერს გაუ­კე­თებ­და თა­ვის სამწყსოს.
კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის დახა­სია­თე­ბით ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე ლე­ბე­დე­ვი (1882-1887 წ.წ.) იყო უხე­ში და ფიც­ხი ადა­მია­ნი. სემი­ნა­რიის რექ­ტო­­რის ჩუდეც­კის მკვლე­ლო­ბა მან გამოი­ყე­ნა ანტი­ქარ­თუ­ლი ისტე­რიის გასაღვი­ვებ­ლად. ხო­ლო ალექ­სანდ­რე ნევე­ლის ეკ­ლე­სია­ში წარ­მოთქ­მუ­ლი შეურაცხმ­ყო­ფე­ლი სიტყ­ვა მჭერმეტყ­ვე­ლე­ბის ნიმუ­შად გამოაცხადა. იგი სია­მა­ყით წერ­და: “დაკრძალ­ვი­სას წარმოვთქ­ვი სიტყ­ვა, რომელ­მაც დი­დი შთაბეჭ­დი­ლე­ბა მოახ­დი­ნა, მოე­წო­ნათ რუ­სებს და არ მოე­წო­ნათ ქართვე­ლე­ბის გარკვეულ ნა­წილს. სემი­ნა­რიამ და ქართულ­მა ინტელი­გენ­ციამ საზიზღ­რად წარმოა­ჩი­ნეს თა­ვი”[11]. ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე სხვა დროსაც არ უშ­ვებ­და შემთხვე­ვას ქართვე­ლებ­ზე აუ­გი ეთქ­ვა. უწმი­დეს კალისტ­რა­ტე იხსენებს ეგზარ­ქოს პავლეს საუ­ბა­რს ყოვლადსამღვ­დე­ლო ნიკანორ­თან “მასთან საუ­ბარ­ში მივხვ­დი, რომ არ აპი­რებ­და უკან, სა­ქართ­ვე­ლო­ში დაბრუ­ნე­ბას. რისთვის წა­ვი­დე, სულ ერთია, მომკლა­ვენ… აკი ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბათ სი­ნოდ­ში, რომ სა­ქართ­ვე­ლო მიილტ­ვის სეპარა­ტიზ­მი­სა­კენ… იქ არის ნიჰი­ლის­ტუ­რი, სეპა­რა­ტის­ტუ­ლი ხრო­ვა, არც­თუ მცირე­რიც­ხო­ვა­ნი, რომელ­ნიც მთებსაც გადაა­ბრუ­ნე­ბენ ჩემს მოსას­პო­ბად”.[12] სამ­წუ­ხა­რო ის იყო, რომ მარ­ტო პავ­ლე ეგ­ზარ­ქო­სი კი არ იყო, ვინც ასე ფიქრობ­და ქართვე­ლებ­ზე. პეტერბურ­გის საე­რო და სა­სუ­ლიე­რო წრეებ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ აზ­რი­სა იყო საქართ­ვე­ლო­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, სიძულ­ვი­ლის მთესველ­ნი სიყ­ვა­რულს ვერ მოიმკიდ­ნენ.
უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მკაც­რი, მაგრამ ობიექ­ტუ­რი იყო პავლეს შემცვ­ლე­ლი ეგზარ­ქო­სის პა­ლა­დი რაე­ვის (1886-1892 წ.წ) შეფა­სე­ბი­სას. ეგ­ზარ­ქო­სი პა­ლა­დი თვალთმაქ­ცობ­და და ნა­ძა­ლა­დე­ვი თავა­ზია­ნო­ბით ეპყ­რო­ბო­და ყველას, მან მოა­ხერ­ხა ქართველ თავადაზ­ნაურ­თა ოჯახებ­თან დაახ­ლოე­ბა, სტუმრობ­და ქართულ ოჯა­ხებს, გულუხ­ვად აჯილ­დოებ­და სას­ულიე­რო პი­რებს, მაგრამ ამის პარა­ლე­ლუ­რად ოსტა­ტუ­რად ახერ­ხებ­და რუსი­ფი­კა­ციის პოლი­ტი­კის განხორ­ციე­ლე­ბას. მან დიდუ­ბის ივე­რიის ღვთისმშობ­ლის ეკ­ლე­სია ყაზა­ნის ღვთისმშობ­ლის ეკლე­სიად გამოაც­ხა­და. ვერ იტან­და ქართველ წმინ­და­ნებს. “ერთხელ სინო­დის კან­ტო­რა­ში იკით­ხა, სად ვი­პო­ვო ქართ­ვე­ლი წმინდა­ნე­ბის წმინდა­ნე­ბად შერაცხ­ვის აქ­ტე­ბი? ასე­თი აქ­ტე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა, მაგრამ მარ­ტო ის, რომ ზე­მოთ­ჩა­მოთვ­ლი­ლი სა­ხე­ლე­ბი საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია­ში საუ­კუ­ნეე­ბის მანძილ­ზე მოიხ­სე­ნიე­ბა, მოწ­მობს მათ დაკა­ნო­ნე­ბას, უპასუ­ხეს მეუ­ფეს. ამ პა­სუხ­მა იგი არ დააკ­მა­ყო­ფი­ლა და სინო­დის კანტო­რის სახე­ლით განკარ­გუ­ლე­ბა გა­მოს­ცა ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი ბერძნულ-რუსუ­ლით შეეც­ვა­ლა”.[13] აი, ნამდვი­ლი სა­ხე ზედმე­ტად თა­ვა­ზია­ნი ეგ­ზარ­ქო­სი­სა, რომელ­საც სიტყვით ძალიან უყ­ვარ­და თა­ვი­სი სამწყ­სო, ქართ­ვე­ლი ხალხი.
მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეგზარ­ქოს ვლადი­მერ ბოგოიავ­ლინს­კის (1892-1898 წ.წ.) უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე განსაკუთ­რე­ბით პა­ტივს სცემ­და, რო­გორც განათ­ლე­ბულ პიროვ­ნე­ბას და მის მღვდლად მა­კურთ­ხე­ბელს, მის ქართველთ­მო­ძუ­ლეო­ბა­საც ვერ ივიწ­ყებდა. მი­სი განკარ­გუ­ლე­ბით 87 სე­მი­ნა­რიე­ლი “მგლის ბილე­თით” გაა­ძე­ვეს თბილისის სემი­ნა­რიი­დან. მას სძულდა ქარ­თუ­ლი სა­ლო­ცა­ვე­ბი “1894 წელს სვეტიცხოვ­ლო­ბის დღესას­წაულ­ზე ეგ­ზარ­ქო­სი სვეტიცხოვ­ლის ტა­ძარ­ში წი­რავ­და, წირვის შემდეგ მღვდელმსა­ხურ­ნი პარაკ­ლი­სის გადასახ­დე­ლად გამოვიდ­ნენ. `საწიგ­ნე­ზე ორი ხა­ტი იდო – სვეტიც­ხო­ვე­ლი და ღვთისმშობ­ლის სა­ფარ­ვე­ლი. მეუ­ფემ კან­დე­ლაკს უბრ­ძა­ნა სვეტიცხოვ­ლის ხა­ტი წაე­ღო, ღვთისმშობ­ლის სა­ფარ­ვე­ლი დაე­ტო­ვე­ბი­ნა. ხა­ტი წაი­ღეს, მლოც­ველთ გუ­ლი დაუმძიმ­დათ, მათ შორის ზოგიერთ რუსსაც კი და ბევ­რი გა­ვი­და ტაძრი­დან”.[14]ეგზარქოს ვლა­დი­მერს აღი­ზია­ნებ­და სიტყ­ვა საქართ­ვე­ლოს ხსე­ნე­ბა და ყველას­გან მოით­ხოვ­და ქუთაი­სი­სა და თბილი­სის გუბერ­ნიე­ბით შეეც­ვა­ლათ ტერ­მი­ნი “სა­ქართ­ვე­ლო”.
თა­ვი­სი ხანმოკ­ლე მწყემსმთავ­რო­ბის ჟამს მთავარე­პის­კო­პოს­მა ფლა­ბია­ნე გორდეც­კიმ (1898-1901 წ.წ.) გააუქ­მა ეგზარ­ქოს პალა­დის აკრძალ­ვა ყრმათათ­ვის ქართველ წმინდან­თა სახე­ლის არდარქ­მე­ვის შესა­ხებ. იგი იყო რბი­ლი და ყუ­რად­ღე­ბია­ნი და სურ­ვი­ლი ჰქონ­და თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლის დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი სა­ქართ­ვე­ლო­ში გაე­ტა­რე­ბი­ნა, მაგრამ რუსე­თის საიმ­პე­რა­ტო­რო ხელი­სუფ­ლე­ბა­ში ასე­თი კა­ცი მიუ­ღე­ბე­ლი იყო, მითუ­მე­ტეს ამ დროს ქართ­ვე­ლე­ბი უკ­ვე აღარ მალავდ­ნენ თავიანთ სურ­ვილს საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის აუცი­ლებ­ლო­ბის შესა­ხებ. ხელისუფ­ლე­ბამ სა­ქართ­ვე­ლო­ში ლმო­ბიე­რი ეგზარ­ქო­სის დამხმა­რედ ცნო­ბი­ლი შავრაზ­მე­ლი ი. ვოსტორ­გო­ვი მოავ­ლი­ნა, ხო­ლო 1901 წელს ფლა­ბი­ნე, მთავარე­პის­კო­პოსმა ალექ­სი ოპოც­კიმ შეც­ვა­ლა (1901-1905 წ.წ.), რომე­ლიც ივა­ნე ვოსტორ­გო­ვის გავლე­ნის ქვეშ მოექ­ცა. ეგ­ზარ­ქო­სი ალექ­სი თა­ვის წინამორ­ბე­დე­ბის პოლი­ტი­კას აგრძე­ლებ­და სა­ქართ­ვე­ლო­ში. ვოსტორ­გო­ვი ღიად ებრ­ძო­და ყოველივე ეროვ­ნულს და ცდილობ­და პეტერბურ­გის საე­რო და სა­სუ­ლიე­რო წრეებ­ში იმპერიის ინტერე­სე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე ერთ­გუ­ლი მებრძო­ლის სახე­ლის შენარ­ჩუ­ნე­ბას. ეგ­ზარ­ქო­სი ალექსი უფ­რო შენიღ­ბუ­ლად მოქმე­დებ­და. `1903 წელს ქვაშვე­თის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის ახა­ლი შენო­ბის მშენებ­ლო­ბის მთე­ლი კო­მი­ტე­ტი მი­სი თავმჯდო­მა­რის ი. ამი­ლახვ­რის მეთაუ­რო­ბით ეგ­ზარ­ქოსს ეწვია და ეკლე­სიის პროექ­ტი და ხარჯთაღ­რიცხ­ვა წა­რუდ­გი­ნა, თან სთხო­ვა, პროექ­ტი საგუ­ბერ­ნიო სამ­მართ­ვე­ლო­ში გაეგ­ზავ­ნა დასამტკი­ცებ­ლად. ეგზარ­ქოს­მა ქარ­თუ­ლი ეკლე­სიე­ბის მსგავსად შედგე­ნილ პროექტს რომ და­ხე­და სა­წე­რი მაგი­დის ერთ-ერ­თი უჯ­რა გა­მოს­წია. ეკლე­სიე­ბის პროექ­ტე­ბის მთე­ლი ათეუ­ლი ეს­კი­ზი ამოი­ღო (ამ ეკლე­სიე­ბის ხახვის გუმ­ბა­თე­ბი და სამ მხარეს პატ­რო­ნი­კე ჰქონ­და) და ამი­ლახ­ვარს ჰკით­ხა: თა­ვა­დო, გა­ნა ესე­ნი არ სჯობს თქვენ პროექტს? ამილახ­ვარ­მა მიუ­გო: შეიძ­ლე­ბა სჯობს კიდე­ვაც, მაგრამ ჩვენ­მა წინაპ­რებ­მა ეს გეგ­მა გამოი­მუ­შა­ვეს და გვინ­და, სწორედ მის მიხედ­ვით ავა­შე­ნოთ ეკ­ლე­სია.
თქვე­ნო ბრწყინვა­ლე­ბავ – მიუ­გო ეგზარ­ქოს­მა, თუ­კი წი­ნაპ­რე­ბი სისულელეებს სჩადიოდ­ნენ, ჩვენ რა­ტომ უნ­და გავი­მეო­როთ ისი­ნი”[15] – მაგრამ ამილახვარი მაგრად დაუხვდა და კატეგორიულად მოითხოვა ქაშუეთის ეკლესია სამთავისის ეკლესიის მსგავსი უნდა ყოფილიყო. ეგზარქოს ალექსისათვის შოკისმომკვ­რე­ლი აღ­მოჩნ­და 1905 წლის მაის­ში ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის ინი­ცია­ტი­ვით მოწ­ყო­ბი­ლი კრების მოთხოვ­ნა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის შესა­ხებ. მისი ბრძანე­ბით რუს­მა კაზა­კებ­მა მათრა­ხე­ბით სცემეს სამღვდე­ლოე­ბის კრების მო­ნა­წი­ლე­ნი. თბილის­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შეიქმ­ნა. ქარ­თუ­ლი ინტელი­გენ­ციის წარმომად­გენ­ლებ­მა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით მეფისნაც­ვალ ვორონ­ცოვ-დაშ­კოვს მოსთხო­ვეს ეგზარ­ქოს ალექ­სის საქართ­ვე­ლო­დან გაწ­ვე­ვა. რუსე­თის ხელი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ალექ­სი ეგზარქოს­თან ერ­თად საქართ­ვე­ლო­დან გაეწ­ვია ცნო­ბი­ლი შავრაზ­მე­ლე­ბი: დე­კა­ნო­ზი ვოსტორ­გო­ვი და არ­ქი­მანდ­რი­ტი ნი­კანდ­რი. ეგ­ზარ­ქო­სი ალექ­სი დევ­ნი­და ცნობილ საეკ­ლე­სიო მოღვა­წეს ეპისკოპოს ალექსან­დრე ოქრო­პი­რი­ძეს. მი­სი წარდ­გი­ნე­ბი­თა და რენე­გატ ეპისკოპოს დი­მიტ­რი აბა­ში­ძის დაბეზ­ღე­ბით 1903 წელს ეპის­კო­პო­სი ალექ­სანდ­რე იმპე­რა­ტო­რის საყვე­დუ­რით გადააყენეს გურია-სამეგრელოს ეპარ­ქიის მმართვე­ლის თანამ­დე­ბო­ბი­დან და მის ად­გილ­ზე დანიშ­ნეს ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი აბა­­ში­ძე. ალექ­სანდ­რე ეპის­კო­პო­სის “და­ნა­შაუ­ლი” ის იყო, რომ გურია-სამეგ­რე­ლოს სკოლე­ბი­დან არ განდევ­ნა ქარ­თუ­ლი ენა და არ დააჩ­ქა­რა ამ მხარის გა­რუ­სე­ბა. რაც შეე­ხე­ბო­და ეპის­კო­პოს დი­მიტ­რი აბა­ში­ძეს, იგი იყო ცნო­ბი­ლი რუ­სი შავრაზ­მე­ლის ი. ვოსტორ­გო­ვის იდეე­ბის ერთ­გუ­ლი,