საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია
ეპარქიის მღვდელმთავარი
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში მდინარე ივრის აუზში _ გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქ – საგარეჯოსა და მის შემოგარენს. საღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოდბის და გურჯაან-ველისციხის, დასავლეთიდან მცხეთა-თბილისის, რუსთავის და გარდაბან-მარტყოფის, ჩრდილოეთიდან ალავერდის და თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქიები, სამხრეთის მიჯნა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.
ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათოლიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი – ნინოწმინდა და ჭერემი თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოგვიანებით ამ მხარეში სამებელის, კაწარელისა და მარტყოფელის კათედრებიც მოიხსენიებოდა. ამდენად, ისტორიული კახეთის სამეფოში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა თანამედროვე საგარეჯოს და ნინოწმინდის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე მდებარეობდა. აღნიშნული სამღვდელმთავრო კათედრები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებობდნენ. მათგან ყველაზე ადრეულად ვახტანგის მიერ დაარსებული ეპარქიები ითვლება.
ნინოწმინდის საეპისკოპოსოს კათედრა – „უჯარმის კარი“ – მეფის სასახლის კარის ეკლესია იყო, რომლის მწყემსმთავარი მეექვსე საუკუნის დასაწყისში დვინის საეკლესიო კრებაზეც მოიხსენიებოდა. ნინოწმიდელის სამწყსო დროდად-რო იზრდებოდა ან მცირდებოდა. მტერთა გამუდმებული შემოსევებისაგან აოხრებული მეზობელი ეპარქიების ტერიტორიები დროგამოშვებით ნინოწმინდელის იურისდიქციას ექვემდებარებოდა. ნინოწმინდელს პერიოდულად გარეჯის მრავალმთის ზოგიერთი სავანეც მიეკუთვნებოდა.
ვახტანგ გორგასლის მიერ დაფუძნებული ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი რამდენჯერმე განუახლებიათ, პირველად IX-X სს; შემდეგ კი XVI ს-ის მეორე ნახევარში ლევან კახთა მეფემ მეორედ ააშენა, შეამკო, დაუდგინა ეპისკოპოსი და შესწირა სოფლები. მეფე ლევანს ნინოწმინდელი ეპისკოპოსისათვის სამწყსოდ გარეჯიც გადაუცია.
უმძიმესი ისტორიული წარსულის მიუხედავად, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიაზე ადრიდანვე ერთიანი ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკლესია-მონასტრები და საგანმანათლებლო კერები არსებობდა: გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კომპლექსის ზოგიერთი სავანე (ქალაქისთვისაც სახელი საგარეჯოც მისთვის აქაური მიწების შეწირვის გამო უწოდებიათ), ბოჭორმა (X-XI სს. ტაძარი), ნინოწმინდა (VI ს. საკათედრო ტაძარი), კაწარეთი (VI-VII სს. ტაძარი), ხაშმი, უჯარმა (V ს.) ჭერემი და სხვ. ოდითგანვე აღნიშნულ ეკლესია-მონასტრებში და მთელ მხარეში დიდ საგანმანათლებლო, კულტურულ-აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდნენ აქ მოღვაწე სასულიერო და საერო პირები: ღირსი ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, დოდო გარეჯელი, მამა ლუკიანე, წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი, არსენ ნინოწმინდელი – ათონის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო მოღვაწე, ექვთიმე ათონელის თანამედროვე და თანამოღვაწე, ბოლო პერიოდის მოღვაწეთაგან მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი, საბა ტუსიშვილი და სხვ.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. კახეთის ტერიტორიას ორი – ალავერდისა და ბოდბის ეპარქია მოიცავდა. მალე მათ ნინოწმინდის ეპარქიაც დაემატა.
1995 წლის 5 აპრილის საეკლესიო კრებაზე ახლადდაარსებულ ეპარქიათა შორის იხსენიება საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიაც.
2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიის გადანაწილების შემდეგ, ჩამოყალიბდა გურჯაან-ველისციხის და საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიები.
საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოირჩია დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა (ლომიძე).
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:
საგარეჯო
საგარეჯოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
საგარეჯოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
საგარეჯოს ღირსი დოდო გარეჯელის ეკლესია
პატარძეულის ღირსი შიო მღვიმელის ეკლესია
პატარძეულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
კაკაბეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
თოხლიაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
უდაბნოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
უჯარმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ხაშმის ყოვლადწმიდა სამების მამათა მონასტერი
ნინოწმინდის დედათა მონასტერი.
გომბორი _ ეკლესია XIX ს.
ვერობა _ ვერანაანთ ციხის კომპლექსი შუა ს.
ნინოწმინდა _ წმიდა ილიას ეკლესია გვ.შ.ს.
ნინოწმინდა _ კვირიკეს ეკლესია
ნინოწმინდა _ წმიდა გიორგის ეკლესია განვით. უძო
ნინოწმინდა _ ეკლესია გვ.შ.ს.
ნინოწმინდა _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
ნინოწმინდა _ სამონასტრო კომპლექსი VI ს.
ნინოწმინდა _ სვეტიცხოვლის ეკლესია ადრ.შ.ს.
ოთარაანი _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გარდ.
პატარძეული _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
პატარძეული _ ეკლესია გვ.შ.ს.
პატარძეული _ წმიდა ესტატეს ეკლესია შუა ს.
პატარძეული _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
რუსიანი _ წმიდა თამარის ეკლესია XVI-XVII სს.
სასადილო _ ბაზილიკური ეკლესია განვით.შ.ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია XX ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ მთავარმოწამეთა ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ თვალხევის წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ წმიდა დოდოს ეკლესია XIX ს.
საგარეჯო _ წმიდა შიოს ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ ლაშარის ჯვარის ეკლესია შუა ს.
საგარეჯო _ წმიდა პეტრე-პავლეს ეკლესია XVIII ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
უჯარმის გზაზე _ ჯვარპატიოსანის ეკლესია გვ.შ.ს.
უჯარმა ჯვარპატიოსანი (ციხის ეკლესია) გვ.შ.ს.
უჯარმა _ კვირაცხოველის ეკლესია ადრ.შ.ს.
უჯარმა _ წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ადრ.შ.ს.
უჯარმა _ მთავარანგელოზთა ეკლესია ადრ.შ.ს.
უჯარმა _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
უჯარმა _ დურგლიანთსაყდარი ადრ.შ.ს.
ჩაილური _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
ჩაილური _ წმიდა მარინეს ეკლესია გვ.შ.ს.
წყაროსთავი _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია XIX ს.
ხაშმი _ კაწარეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია VI ს.
ხაშმი _ ყველაწმიდას კომპლექსი IX ს.
ხაშმი _ სამრეკლო გვ.შ.ს.
ხაშმი _ ჩოლოყაშვილების კარის ეკლესია გვ.შ.ს.
ხაშმი _ წმიდა იოანე ნათლისმცემლის კომპლექსი განვ. შ.ს.
ანთოკი _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
ანთოკი _ გიორგიწმიდის ღვთისმშობლის ეკლესია
ანთოკი _ წმიდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესია XIX ს.
ანთოკი _ წმიდა გიორგის ეკლესია
ბურდიანი _ მთავარანგელოზის ეკლესია გვ.შ.ს.
ბურდიანი _ წმიდა გიორგის ეკლესია შუა ს.
ბურდიანი _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გარდ.
გორანა _ ეკლესია გვ.შ.ს.
გორანა _ კვირიას სალოცავი გვ.შ.ს.
სოფელ პატარძეულის მონასტრები, ეკლესიები და სამლოცველოები:
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი
კვირაცხოვლის ეკლესია
წმიდა შიოს ეკლესია
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია, ზევით უბანში
კვირაცხოველის ეკლესია, ზღურთიანთ გორა სასაფ.
წმიდა კვირიკეს ეკლესია
წმიდა ესტატეს ეკლესია
კოპალეს სალოცავი
წმიდა გიორგის ეკლესია
წმიდა გიორგის ხელის სალოცავი
უნაფქიანთ წმიდა გიორგის ეკლესია ნაცვალწყალთან.
ნინოწმინდა:
წმიდა ნინოს ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია.