ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზე – ნათლისმცემელისა: ლკ. VII, 17-30. [დას. ლა(31)]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. XV, 5-34 [დას. ლვ(36)]. ინ. X, 17-28. [დას. ლზ(37)]. ნათლისმცემელისა: 2 კორ. IV, 6-15. [დას. როვ(176)]. მთ. XI, 2-15. [დას. მ(40)].
† † † † † † †
ლკ. VII: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა განეფინა სიტყუაჲ ესე იესუჲსთჳს ყოველსა ჰურიასტანსა †) და ყოველსა მას გარემოსოფლებსა. 18 და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს. 19 და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: „შენ ხარა მომავალი ანუ სხუასა მოველოდით?“ 20 და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: „იოვანე ნათლისმცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: «შენ ხარა მომავალი ანუ სხუასა მოველოდით?»“ 21 მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა, და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ. 22 და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების. 23 და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“. 24 და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: „რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 25 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა-ესერა, რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებლითა არიან, სამეუფოთა შინა არიან. 26 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაჲსწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და – უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა. 27 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: «აჰა-ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა». 28 რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლისმცემელისა წინაჲსწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲს მისა არს“. 29 (და ყოველსა ერსა ესმა, და მეზუერეთა განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლისცემითა იოვანესითა. 30 ხოლო ფარისეველთა და შჯულისმოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ-იღეს მისგან).
† † † † † † †
საქმ. XV: 5 † (მათ დღეთა შინა †) აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: „ჯერ-არს წინადაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ შჯული მოსესი“. 6 შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს. 7 და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: „კაცნო ძმანო, თქუენ უწყით, რამეთუ დღეთაგან დასაბამითგანთა თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ სახარებისაჲ და რწმუნებად; 8 და გულთმეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ; 9 და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა, და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი. 10 აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად? 11 არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცასახედ-იგი მათ“. 12 და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მას და პავლესსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ. 13 და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: „კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი: 14 სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოჰხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა; 15 და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: 16 „ამისსა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, 17 რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა“, (თქუა უფალმან)* [იტყჳს უფალი]**, რომელმან ქმნა ესე ყოველი, 18 საცნაური საუკუნითგან. 19 ამისთჳს მე ესრეთ ვშჯი და ჯერ-მიჩნს: რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, 20 არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად (ნაზორევისაგან)* [ნაზორევთაგან]** კერპთაჲსა და სიძვისაგან და მშთვრისა*** და სისხლისა, 21 რამეთუ მოსეს ძუელთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი მისნი აქუნდეს ყოველთა შაბათთა მისითა აღმოკითხვითა შესაკრებელთა შორის მათთა“. 22 მაშინ ჯერ-უჩნდა მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოირჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა: იუდა (რომელსა ეწოდებოდა «ბარსაბა») და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის; 23 და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: „მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ-კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანნი, გიკითხავთ. გიხაროდენ! 24 ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინადაცუეთად და დამარხვად შჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო, 25 აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებად თქუენდა პავლეს და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა, 26 კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, 27 წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე. 28 რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან: 29 განშორებად თქუენდა (ნაკერპავისაგან)* [ნაკერპავთაგან]** და სისხლისა და მშთვრისა*** და სიძვისა, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!“ 30 იგინი, ვითარცა წარემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. 31 და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინისცემასა მას ზედა 32 იუდაცა და შილა, რამეთუ იგინიცა წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს. 33 და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ. 34 ჯერ-უჩნდა შილას დადგრომაჲ მუნვე.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ლექსიკონი ქართული: მშთუარი (მშთვარი ZB) (15, 29 საქმე) დამრჩვალი ZA. დამრჩვალი (15, 20 საქმე) B.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 17-28. [დას. ლზ(37)]:
ინ. X: 17 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „... ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. 18 არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან“. 19 და იყო განწვალებაჲ კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყჳსათჳს. 20 და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: „ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმენთ მისსა?“ 21 და სხუანი იტყოდეს: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა აღხილვად?“ 22 და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, ზამთარი იყო. 23 და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა. 24 გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად“. 25 მიუგო იესუ და ჰრქუა: „გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს. 26 და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ. 27 ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. 28(ა) და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ ...“
† † † † † † †
† † † † † † †
ნათლისმცემელისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 6-15. [დას. როვ(176)]:
2 კორ. IV: 6(ბ) † (ძმანო, †) ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა. 7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან. 8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს; 9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ. 10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა განცხადნეს, 11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ (შინა)* ჴორცთა ჩუენთა [შინა]** გამოცხადნეს. 12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ – თქუენ შორის. 13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: «მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე», და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ. 14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა, 15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
ნათლისმცემელისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 2-15. [დას. მ(40)]:
მთ. XI: 2(ბ) † (მას ჟამსა შინა, ესმნეს რაჲ იოვანეს †) საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი 3 და ჰრქუა: „შენ ხარა მომავალი იგი ანუ სხუასა მოველოდით?“ 4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ: 5 ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების. 6 და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“. 7 და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: „რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 8 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა-ესერა, რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. 9 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაჲსწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა. 10 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: «აჰა-ესერა, წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა». 11 ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. 12 რამეთუ დღითგან იოვანე ნათლისმცემელისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. 13 რამეთუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი და შჯული ვიდრე იოვანესამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს. 14 და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს. 15 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“
† † † † † † †