ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. რიგისა: საქმ. XIII, 13-24. [დას. ლბ(32]. ინ. VI, 5-14. [დას. იჱ(18)]. მოციქულთა სწორთა (I-ქართულიდან): 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]. ლკ. X, 1-15. [დას. ნ(50)]; ან: ღირსისა დამიანესი (II-ქართულიდან): გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)] და: მთ. XI, 27-30. [დას. მგ(43)]; ან: ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)].
† † † † † † †
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XIII, 13-24 [დას. ლბ(32]:
საქმ. XIII: 13 † (მათ დღეთა შინა, †) წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფჳლიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ. 14 და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს. 15 და ვითარცა აღმოიკითხეს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელისმთავართა მათ და ჰრქუეს: „კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინისცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ“. 16 აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: „კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ: 17 ღმერთმან ამის ერისა ისრაჱლისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ. 18 და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა. 19 და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანაანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი. 20 და შემდგომად ამისა, ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ, მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაჲსწარმეტყუელისა. 21 მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ. 22 და, ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: „ვპოვე დავით, ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი“. 23 მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან (აღქთუმისა)* [აღთქუმისა]** მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ, 24 რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლისღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა...“.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VI, 5-14 [დას. იჱ(18)]:
ინ. VI: 5 † (მას ჟამსა შინა †) აღიხილნა თუალნი (თჳსნი)* იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: „ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?“ 6 ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად. 7 ჰრქუა ფილიპე: „ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს“. 8 ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრეა, ძმამან სიმონ-პეტრესამან: 9 „არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე?“ 10 ჰრქუა მათ იესუ: „დასხით კაცები ესე“. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას. და დასხდა კაცები იგი რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ. 11 და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს; ეგრეთცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ. 12 და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების“. 13 ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს. 14 ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: „ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
† † † † † † †
1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]
<ძმანო, ღმერთმან ჩუენ,> მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა)* [გინებულნი]** ვაკურთხევთ, (ვიდევნებით და)* [დევნილნი]** თავს-ვიდებთ; (მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გმობილნი ვჰლოცავთ]*. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა (ნასხურ)* [წარსაჴოცელ*****]** მოაქამდე. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).
**** „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული
თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).
***** „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ“ (ეფრ. II, 202). შდრ. ი.აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).
1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი † (მას ჟამსა შინა, გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი მოწაფენი †) და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2 და ეტყოდა მათ: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3 წარვედით! აჰა-ესერა, მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ; და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: „მშჳდობაჲ სახლსა ამას!“ 6 და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან; უკუეთუ არა – თქუენდავე მოიქცეს. 7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს-არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა; ნუ მიხუალთ სახლითი სახლად; 8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა 9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: „მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ“. 10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11 „აჰა-ესერა, მტუერი, რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ“. 12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს საშჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე...“
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
ღირსთა (I-ქართულიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †