ეპარქიები
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. X, 21-33. [დას. კე(25)] ინ. VII, 1-13. [დას. კე(25)] ღირსისა პახუმისი (II-ქართულიდან და რუსულიდან): 2 კორ. IV, 6-15. [დას. როვ(176)]. ლკ. XIV, 25-35. [დას. ოზ(77)]. ან: ღირსისა პიროსისა: გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)] და: მთ. XI, 27-30. [დას. მგ(43)]; ან: ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)].
† † † † † † †
საქმჱ X, 21-33. [დას. კდ(25)]
21 † (მათ დღეთა შინა, †) გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნელიოსის მიერ, და ჰრქუა: „აჰა-ესერა, მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულხართ?“ 22 ხოლო მათ ჰრქუეს: „კორნელიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა“. 23 ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა. და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა. 24 და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნელიოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი. 25 და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებვოდა მას კორნელიოს და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას. 26 ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ“. 27 და იტყოდა თანად, და შერაჲ-ვიდა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი. 28 და ჰრქუა მათ პეტრე: „თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ-არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხოთესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად. 29 ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ, აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე“. 30 ჰრქუა მას კორნელიოს: „მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა, ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და, აჰა-ესერა, დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა 31 და მრქუა მე: „კორნელიე, შეისმნეს ლოცვანი შენნი, და ქველისსაქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა. 32 აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღჳსკიდით-კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ“. 33 და მუნქუესვე წარმოვავლინე შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ-ესერა, ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოველსა ბრძანებულსა შენდა უფლისა მიერ“.
სახარებაჲ იოვანესი, VII, 1-13. [დას. კე(25)].
VII: 1 ამისა შემდგომად † (მას ჟამსა შინა, †) იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად. 2 ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ. 3 ჰრქუეს მას ძმათა მისთა: „გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. 4 რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“. 5 რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. 6 ჰრქუა მათ იესუ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს. 7 ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამებ მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. 8 თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“. 9 ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. 10 და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად. 11 ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: „სადა-მე არს იგი?“ 12 და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის; რომელნიმე იტყოდეს: „კეთილ არს“; ხოლო სხუანი იტყოდეს: „არა, არამედ აცთუნებს ერსა“. 13 და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.
† † † † † † †
<ძმანო, ნაყოფი> სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“