ეპარქიები
ცისკარზე – მახარებელისა იოვანესი: ინ. XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)].
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. X, 21-33 [დას. კე(25)]. ინ. VII, 1-13. [დას. კე(25)] მახარებელისა იოვანესი: 1 ინ. I, 1-7. [დას. ჲჱ(68)]. ინ. XIX, 25-27; XXI, 24-25. [დას. ჲა(61)].
ინ. XXI, 14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით. 15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: † (მას ჟამსა შინა გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს: †) „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „აძოვენ კრავნი ჩემნი“. 16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. 17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: „გიყუარ მე?“ და ჰრქუა მას: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ, ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. 19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: „შემომიდეგ მე“. 20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: „უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ 21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: „უფალო, ხოლო ესე რაჲ?“ 22 ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ“. 23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „არა მოკუდეს“, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, (ვიდრე მოსლვად ჩემდამდე)* [ვიდრემდე მოვიდე]**, შენდა რაჲ?“ 24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
† † † † † † †
საქმჱ X, 1-16. [დას. კდ(24)]
1 † (მათ დღეთა შინა, †) კაცი ვინმე იყო კესარიას შინა, სახელით კორნელიოს, ასისთავი, გუნდისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, 2 კეთილადმსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით. იქმოდა ქველისსაქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. 3 იხილა მან ჩუენებით განცხადებულად, ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: „კორნელიე!“ 4 და მან მიჰხედა მას და ზარი-განჰჴდა, და ჰრქუა მას: „რაჲ არს, უფალო?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „ლოცვანი შენნი და ქველისსაქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე (უფლისა)* [ღმრთისა]**. 5 და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე. 6 ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა (ტაძარი)* [სახლი]** ახს ზღუასა“. 7 და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისაგანსა, კეთილადმსახურსა, წინაშემდგომელსა მისსა, 8 და უთხრა მათ
ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ. 9 და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, 10 რამეთუ შეემშია და უნდა პირისა-ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი განუმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ. 11 და ჰხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა, ოთხთაგან კიდეთა ზედამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, 12 რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი, და მჴეცი ქუეყანისაჲ, და მფრინველნი ცისანი. 13 და იყო ჴმაჲ (მისსა)* [მისა]** მიმართ: „აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე!“. 14 მიუგო პეტრე და თქუა: „ნუ იყოფინ, (უფალო,)* [უფალო!]** რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა“. 15 და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო (მისსა)* [მისა]** მიმართ და თქუა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ (შეგინებულ-გიჩნს)* [შეგინებულ-გიჩნნ]**“. 16 ხოლო ესე იყო სამგზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
1 ამისა შემდგომად † (მას ჟამსა შინა, †) იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად. 2 ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ. 3 ჰრქუეს მას ძმათა მისთა: „გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. 4 რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“. 5 რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. 6 ჰრქუა მათ იესუ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს. 7 ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამებ მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. 8 თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“. 9 ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. 10 და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად. 11 ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: „სადა-მე არს იგი?“ 12 და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის; რომელნიმე იტყოდეს: „კეთილ არს“; ხოლო სხუანი იტყოდეს: „არა, არამედ აცთუნებს ერსა“. 13 და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს.
1 ინ. I: 1 რომელი იყო (პირველითგან)* [დასაბამსა შინა***]**, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი-იგი ვიხილეთ და (ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა,)* [ჴელთა ჩუენთა განიხილეს****, – სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ,] 2 და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა, და ჩუენ ვიხილეთ, და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ, 3 რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა, და ზიარებაჲ ჩუენი – მამისა თანა და ძისა მისისა თანა, იესუ ქრისტესსა******. 4 და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს. 5 და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ. 6 უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა. 7 ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას, და სისხლი იგი იესუჲს, ძისა მისისაჲ, განგუწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [ სქოლიო 708]: „რომელი იყო დასაბამსა შინა“ – ABCDLect-ში გვაქვს: „რომელი იყო პირველითგან“...
**** «განიხილეს» – ე. ი. «შეხებით გასინჯეს», «შეეხნენ»“. იხ. სქოლიო 710*****.
***** [ სქოლიო 709]: „რომელი ... ჴელთა ჩუენთა განიხილეს, – სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ“ – ასეა, არსებითად, D-ში, იმ განსხვავებით, რომ ეფრემისეული მონაცემის პირველი პირი (“ჴელითა ჩუენითა განვიხილეთ”), ორიგინალისა და ABCLect-ის კვალობაზე, შეცვლილი გვაქვს მესამე პირით (შდრ. ABCLect: „ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს“) (შდრ. ბერძნ. Ὃ ... αἱ χεῖρες ἡμῶν ἐψηλάφησαν περὶ τοῦ λόγου τῆς ζωῆς...). შდრ. კომენტარი: „ესე იგი არს, ვითარმედ არა საოცარ [=მოჩვენებითი, ე. ჭ.] რაჲმე არს ჴორცთა-შესხმაჲ მისი, არამედ – თუალით-ხილულ, და არა ხოლო პირველ ვნებისა, არამედ შემდგომად აღდგომისაცა დამამტკიცებელ უქცეველობასა [=უცვლელობას, ე. ჭ.] ჴორცთშესხმისასა, რაჟამს თომაჲს მიერ განსახილველ-ყვნა [=ხელით გასასინჯი, ხელით შესახები გახადა, ე. ჭ.] სახე იგი სამშჭუალთაჲ და წყლულებაჲ გუერდისაჲ სიტყუამან მან ცხოველმან და ყოველთა ცხოველსმყოფელმან“ (ეფრ. I, 423).
******[ სქოლიო 710]: შდრ. შესაბამისი კომენტარი: „რომელმან ქადაგებისა მისისა შეწყნარებითა მოიგოს ზიარებაჲ ქადაგთა მისთაჲ, მათ მიერ ზიარ-იქმნეს იგი არა ხოლო ძისა, არამედ მამისაცა, რამეთუ მამისა მიახლებაჲ და შეერთებაჲ ძისა მიერ მოემადლა კაცთა ზეცად აღყვანებითა თბისა******* მის ჩუენგან მიღებულისაჲთა“ (ეფრ. I, 424).
******* «თბისა» – სიტყვ. «ცომისა» ანუ აქ: «ჩვენი კაცობრივი ბუნებისა». ტერმინ «თბის» საღვთისმეტყეველო შინაარსის შესახებ იხ. ე. ჭელიძე, საეკლესიო დოგმატიკა და ერესები, I, თბ. 2016, გვ. 1461-1462, შენიშვნა 1.
† † † † † † †
<მას ჟამსა შინა დგეს> ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდანელი. ხოლო იესუ, ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: „დედაკაცო აჰა, ძე შენი!“ და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.