ეპარქიები
† † † † † † †
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზე – მოციქულისა სიმონისი (რუსულიდან და II-ქართულიდან): ინ. XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)]. ჟამისწირვა წმ. იოანე ოქროპირისა. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. VIII, 26-39. [დას. კ(20)] ინ. VI, 40-44. [დას. კბ(22)].
მოციქულისა სიმონისი: 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]. მთ. XIII, 54-58. [დას. ნვ(56)].
<მას ჟამსა შინა, გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს:> „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „აძოვენ კრავნი ჩემნი“. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: „გიყუარ მე?“ და ჰრქუა მას: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ, ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: „შემომიდეგ მე“. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: „უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: „უფალო, ხოლო ესე რაჲ?“ ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ“. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „არა მოკუდეს“, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ?“ ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.
<მათ დღეთა შინა, ანგელოზი> უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: „აღდეგ და მივედ შენ სამხრით-კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ“. და აღდგა, და წარვიდა. და, აჰა-ესერა, კაცი ჰინდოჲ, საჭურისი, ძლიერი კანდაკესი, დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანისცემად იერუსალჱმდ. და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინაჲსწარმეტყუელისასა. ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: „მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ“. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინაჲსწარმეტყუელსა, და ჰრქუა: „უწყიმეა, რასა-ეგე იკითხავ?“ ხოლო მან ჰრქუა: „და ვითარმე მეძლოს უწყებად, არათუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა?“ და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა. ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა საშჯელი მისი მიეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინმე მიუთხრას? რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი“. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: „გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ამას, – თავისა თჳსისათჳს ანუ სხჳსა ვისთჳსმე?“ აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისსა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: „აჰა, წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლისღებად?“ ჰრქუა მას ფილიპე: „გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს“. მიუგო და ჰრქუა მას: „მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე“. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე, და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით.
40 „ ... რამეთუ † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი, რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“. 41 დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: „მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ“, 42 და იტყოდეს: „არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: «ზეცით გარდამოვჴედ»?“ 43 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას. 44 ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა ...“
1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]
<ძმანო, ღმერთმან ჩუენ,> მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა)* [გინებულნი]** ვაკურთხევთ, (ვიდევნებით და)* [დევნილნი]** თავს-ვიდებთ; (მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გმობილნი ვჰლოცავთ]*. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა (ნასხურ)* [წარსაჴოცელ*****]** მოაქამდე. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).
**** „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული
თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).
***** „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ“ (ეფრ. II, 202). შდრ. ი. აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).
<მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ მამულად თჳსად და ასწავებდა ერთა მათ> შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: „ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ, და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ* და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?“ და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა“. და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.
* გიორგისეული რედაქციის Sin. 19, Jer. 93,Jer. 102, Jer. 122 გვთავაზობენ ფორმას „იოსე“. სახარების ქართულ რედაქციებში, გარდა ზემომითითებული ნუსხებისა, საზოგადოდ გარჩეულია მათეს მოწმობა (ყველგან «იოსებ/იოსეფ») და მარკოზის მოწმობა (ყველგან «იოსე»), რაც არსებითად იგივეა ბერძნულშიც (მათ შორის უნციალურებში). როგორც ჩანს, აღნიშნული პიროვნება სახელის ამ ორი ფორმით («იოსებ» და «იოსე») იყო ცნობილი, რასაც ვინარჩუნებთ.