ეპარქიები
ცისკარზე – ასურელთა: ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. VI, 8-VII, 5, 47-60. [დას. იზ(17)] ინ. IV, 46-54. [დას. იგ(13)]. და ასურელთა: გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)] მთ. XI, 27-30. [დას. მგ(43)] ან ჯვარისა: 1 კორ. I, 18-24. [დას. რკე(125)] ინ. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35. [დას. ჲ(60)] (I-ქართულიდან) ან მეფისა ბაგრატისა: რომ. XIII, 1-10. [დას. რია(111)] ინ. X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა] (II-ქართულიდან).
† † † † † † †
ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
† † † † † † †
საქმ. VI, 8-VII, 5, 47-60. [დას. იზ(17)]
VI: 8 ხოლო † (მათ დღეთა შინა, †) სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის. 9 აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრიელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა, 10 და ვერ შეუძლებდეს წინადადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი. 11 მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა“. 12 და აღძრეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა-მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა. 13 და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: „კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და შჯულისა, 14 რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ იესუ ნაზარეველმან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს შჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე“. 15 და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.
VII: 1 ჰრქუა მას მღდელთმოძღუარმან მან: „უკუეთუ ესე ესრეთ არსა?“ 2 ხოლო მან თქუა: „კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაამს, ვიდრე იყოღა იგი შუამდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: 3 «გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ». 4 მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთაჲსა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ, შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა, დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ესე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ. 5 და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴისწარსადგმელ... 47 ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი. 48 არამედ არათუ მაღალი იგი ჴელითქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: 49 «ცანი – საყდარნი ჩემნი, და ქუეყანაჲ – (კუარცხლბერკი)* [კუარცხლბეკი]** ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე? – თქუა უფალმან, – ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ? 50 ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნაა ესე ყოველი?» 51 ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. 52 რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას (მართლისასა?)* [მართლისასა,]** რომლისა-იგი აწ თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით, 53 რომელთა მოიღეთ შჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ“. 54 ხოლო მათ, ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა. 55 ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, აღხედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა, 56 და თქუა: „აჰა-ესერა, ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა“. 57 ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა. 58 და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს, და მოწამენი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა ერქუა სავლე. 59 და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს, ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“. 60 და დაიდგნა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას!“ და, ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ იოვანესი, IV, 46-54. [დას. იგ(13)].
46 მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და † (მას ჟამსა შინა, †) იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს. 47 ამას ესმა, ვითარმედ იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდილად. 48 ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. 49 ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: „უფალო, მოვედ პირველად მოსიკუდიდმდე ძისა ჩემისა“. 50 ჰრქუა მას იესუ: „ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი“. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა. 51 და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: „ძე შენი ცოცხალ არს“. 52 ჰკითხვიდა მათ: „რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა?“ ჰრქუეს მას: „გუშინ, მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან“. 53 მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „ძე შენი ცოცხალ არს“. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა. 54 ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.
† † † † † † †
<ძმანო, ნაყოფი> სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.