ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. მწუხრზე: განზოგებისა: 1) მიქ. 4:2-3, 5; 6:2-5, 8; 5:4. 2) ეს. 55:1-13. 3) იგავ. 9:1-11. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. XIV, 6-18. [დას. ლდ(34)] ინ. VII, 14-30. [დას. კვ(26)].
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XIV, 6-18(ა). [დას. ლდ(34)]:
საქმ. XIV: 6 განეშორნეს და † (მათ დღეთა შინა პავლე და ბარნაბა †) მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა – ლუსტრად და დერბედ და გარემოსოფლებსა, 7 და მუნ ახარებდეს. 8 და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერჴითა, და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. 9 ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ, ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა, 10 ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: „შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ!“. და აღხლდა და იწყო სლვად. 11 ხოლო ერმან მან, იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: „ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა“. 12 და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით, რამეთუ პავლე იყო წინამძღუარ სიტყჳსა მის. 13 ხოლო მღდელმან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა და ეგულებოდა ზორვად. 14 ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს: 15 „კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ თქუენ, რაჲთა (ამაოებათა)* [ამაოთა]** ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, 16 რომელმან-იგი წარსრულთა მათ ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზათა ნებისა მათისათა, 17 და არავე უწამებელად დაუტევა ქველისმოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით-გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა“. 18(ა) და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არაზორვად მათდა***, არამედ კაცად-კაცადი წარსლვად ვანად თჳსა****.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** 2010 წლის სამოციქულოში აქ მთავრდება დღის საკითხავი.
**** რუსულ სამოციქულოში აქ მთავრდება დღის საკითხავი.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VII, 14-30. [დას. კვ(26)]:
ინ. VII: 14 † და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა. 15 უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: „ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად?“ 16 მიუგო იესუ და ჰრქუა: „ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ. 17 უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ. 18 რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს და სიცრუვე არა არს მის თანა. 19 ანუ არა მოსე მოგცა თქუენ შჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ 20 მიუგო ერმან მან და ჰრქუა: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ 21 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს. 22 ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ (არათუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან), და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან. 23 უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა? 24 ნუ შჯით თუალღებით, არამედ სამართალი საშჯელი საჯეთ“. 25 იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? 26 აჰა-ესერა, განცხადებულად იტყჳს და არას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე? 27 არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე, ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“. 28 ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. 29 ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“. 30 ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
† † † † † † †