ეპარქიები
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. VIII, 18-25. [დას. ით(19)] ინ. VI, 35-39. [დას. კა(21)]. (II-ქართულიდან)
საქმ. VIII: 18 † (მათ დღეთა შინა, †) ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთდასხმითა მით მოციქულთაჲთა მიეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი 19 და ჰრქუა: „მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ“. ჰრქუა მას პეტრე: 20 „ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. 21 არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა. 22 შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო-თუ-გეტეოს შენ უშჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ, 23 რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანაშეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ“. 24 მიუგო სიმონ და ჰრქუა: „ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რაჲ-იგი თქუენ სთქუთ“. 25 ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VI, 35-39. [დას. კა(21)]:
ინ. VI: 35 ჰრქუა მათ იესუ: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ პური ცხორებისაჲ. რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. 36 არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს. 37 ყოველი, რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე, 38 რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ. 39 ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი, რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.
† † † † † † †