ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზე – სახარება III: მკ. XVI, 9-20. [დას. ოა(71)]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. VI, 1-7. [დას. ივ(16)]. მკ. XV, 43-XVI, 8. [დას. ჲთ(69)]. მეფისა თამარისა (II-ქართულიდან): რომ. XIII, 1-10. [დას. რია(111)]. ინ. X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა].
† † † † † † †
საცისკრო სახარება III: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XVI, 9-20. [დას. ოა(71)]:
მკ. XVI: 9(ბ) † (მას ჟამსა შინა აღ-რაჲ-დგა იესუ †) განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდანელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. 10 იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. 11 და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. 12 ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა. 13 და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. 14 უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულფიცხელობაჲ, რამეთუ, რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. 15 და ჰრქუა მათ: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16 რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17 ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან. 18 გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან“. 19 ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. 20 ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი. ამენ.
† † † † † † †
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ VI, 1-7. [დას. ივ(16)]:
საქმ. VI: 1(ბ) † (მათ †) დღეთა შინა, განმრავლებასა მას მოწაფეთასა, იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. 2 მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: „არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა. 3 აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ, შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, 4 ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ“. 5 და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა; და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი, 6 და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი. 7 და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა, და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალჱმს შინა ფრიად, და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XV, 43-XVI, 8. [დას. ჲთ(69)]:
მკ. XV: 43 † (მას ჟამსა შინა †) მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახვალი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი. 44 ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა. 45 და ისწავა ასისთავისა მისგან ესე, და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს. 46 და მან იყიდა არდაგი და გარდამოჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა. 47 იყო მუნ მარიამ მაგდანელი და მარიამ იოსესი, და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას. XVI: 1 და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2 და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა 3 და იტყოდეს ურთიერთას: „ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?“ 4 და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5 და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით-კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6 ხოლო მან ჰრქუა მათ: „ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა; აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი. 7 არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: «აჰა-ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ»“. 8 და მათ, ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ, და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
† † † † † † †
მეფისა თამარისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 1-10. [დას. რია(111)]:
ჰრომ. XIII: 1 † (ძმანო, †) ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა (დაემორჩილენ) [დაემორჩილედ]**, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან, 2 ამიერითგან რომელი (ადგებოდის)* [წინააღუდგა]** ჴელმწიფებასა, ღმრთისა (ბრძანებასა ადგების)* [განწესებასა წინააღუდგა]**, ხოლო (რომელნი-იგი ადგებოდიან თავისა თჳსისა)* [წინააღმდგომთა თავთა თჳსთა]** საშჯელი მიიღონ***, 3 რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტისმოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მიიღო ქებაჲ მისგან, 4 რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთისმსახურ არს შენდა, (შურისმეძიებელი რისხვასა)* [რისხვისა მიმართ შურისმეძიებელი]** ბოროტისმოქმედისათჳს. 5 ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ (გონებისათჳსცა იჭჳსა)* [სჳნიდისისათჳსცა]**. 6 ამისთჳს (ხარკსაცა)* [ხარკთაცა]** მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, (ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან)* [რომელნი ამას შინა მოთმინე არიან****]**. 7 მისცემდით (უკუე)* ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – შიში, პატივსა – პატივი. 8 (ნურარაჲმცა)* [ნუმცა რაჲ]** ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, 9 ვითარმედ, «არა იმრუშო», «არა კაც-ჰკლა», «არა იპარო», «არა გული გითქუმიდეს», და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა (აღესრულების)* [თავდგმულ-იქმნების*****]**, ვითარმედ: «შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი». 10 სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში გადმოცემული სწავლება მთავრობათა ღმრთივდაფუძნებულობის შესახებ არაიშვიათად აბსოლუტური ცთომილებით არის გაგებული, ისე თითქოს მოციქული და მასზე დაყრდნობით მართლმადიდებელი ეკლესია ბოროტმოქმედ მთავართა და ხელმწიფეთა თითქოსდა ღმრთივნაკურთხად შეირაცხ კომენტარი: „ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: «ყოველნი მთავარნი და ჴელმწიფენი ღმრთისა მიერ დაიდგინებიან», არამედ თჳთ პატივი იგი მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ ღმრთივ-განწესებული არს, ხოლო რომელნი პატივსა მას არა ნებისაებრ ღმრთისა იჴუმევდენ, ესევითარნი იგი არა სათნო არიან ღმრთისა, ვითარ-იგი ქორწინებაჲცა ღმრთისა მიერ განწესებულ არს, ხოლო ქორწინებულნი არა ყოველნი შჯულიერად იქორწინებიან, არცა სათნოდ ღმრთისა, არამედ იგინი ხოლო არიან სათნო მისსა, რომელნი საღმრთოთა შჯულთაებრ ჰყოფდენ მეუღლებასა თჳსსა, ეგრეთვე ყოველი მთავრობაჲ ღმერთსა განუწესებიეს სიმტკიცისათჳს და კეთილად-გენგებისა სოფლისა [ამის], ხოლო მთავარნი იგინი ხოლო მთავრობენ მის მიერ, რომელნი საღმრთოდ აღასრულებენ წესსა მთავრობისა თჳსისასა" (ეფრ. II, 129).
**** „რომელნი ამას შინა მოთმინე არიან“ – ასეა ეფრემთან (შდრ...: εἰς αὐτὸ τοῦτο προσκαρτεροῦντες). ABCLect-ში გვაქვს ნაკლებ ადეკვატური: „ამისთჳსვე მოღუაწებასა განკრძალულ არიან" (შდრ. ექვთ. „ამისთჳსცა მოღუაწებისა განკრძალულ არიან“).
***** „თავდგმულ-იქმნების“ – «ჯამდება», «გვირგვინდება» (Gr: ἀνακεφαλαιοῦται, ...). შდრ. ABCLect: „აღესრულების“.
† † † † † † †
მეფისა თამარისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა]:
ინ. X: 1 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან; და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“. 6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი; არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †