მარტვილიიდან XIII შვიდეულის პარასკევის [2020 წელს: 22 აგვისტოს (4 სექტემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 5-21. [დას. რჟბ(192)]:
2 კორ. XI: 5 რამეთუ † (ძმანო, †) ვჰგონებ არარაჲთ დაკლებულყოფად ზეშთასრულთა მათ მოციქულთაგან. 6 და დაღათუ უცებ* ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ. 7 ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ? 8 სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე, 9 რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო. 10 არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაჲაჲსათა. 11 რაჲსათჳს-მე? რამეთუ (არა)** [არა-მე]*** მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. 12 ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო, რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ, ვითარცა-იგი ჩუენ, 13 რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუმოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად. 14 და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა. 15 არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ. 16 კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე; უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ-რაჲმე ვიქადო. 17 რომელსა ესე ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა. 18 ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი, 19 რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ, 20 რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. 21 საკდემელად**** თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით.
* ეფრ. «მსოფლელ» … (ეფრ. II, 137).
** სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
*** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
**** ეფრ. «უპატიოებად» …
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, IV, 1-9. [დას. იე(15)]:
მკ. IV: 1 მერმე კუალად იწყო † (მას ჟამსა შინა იწყო იესუ †) სწავლად ზღჳსკიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2 და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა: 3 „ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4 და იყო, თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5 და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, 6 და ვითარცა მზე აღმოჰჴდა, და დასცხა და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7 და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8 და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული“. 9 და ეტყოდა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.