მარტვილიიდან XIII შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 21 აგვისტოს (3 სექტემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 7-18. [დას. რჟ(190)]:
2 კორ. X: 7 კაცად-კაცადისა (პირსა ხედევდით.)* [პირთა სამე ხედავთა?***]** † (ძმანო, †) ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ – ქრისტესნი. 8 რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისათჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს. 9 ხოლო რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით, 10 რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ და სიტყუაჲ შეურაცხ“. 11 და ესე განიზრახენ (ეგევითარმან)* [ესევითარმან]** მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა, 12 რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანაშეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისხმა-ჰყოფენ. 13 ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით (წესისაჲთა)* [კანონისაჲთა]**, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე, 14 რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა. 15 არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად, 16 მიერკერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად. 17 ხოლო „რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ“, 18 რამეთუ არა, რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილ, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** შდრ. კომენტარი: „ესე იგი არს, ვითარმედ სიმდიდრისათჳს და დიდებისა და ძლიერებისა თუალ-ახუამთ (=ემლიქვნელებით, ე. ჭ.). ... გენადისი: «...ამხილებს, ვითარ სახისაგან ოდენ გარეშისა და არა საქმისაგანცა შინაგანთა სათნოებათაჲსა პატივ-სცემდეს ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა“ (ეფრ. II, 428).
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, III, 28-35. [დას. იდ(14)]:
მკ. III: 28 † (ჰრქუა უფალმან: †) „ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29 ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს საუკუნოჲსა საშჯელისა“. 30 რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: „სული არაწმიდაჲ არს მის თანა“. 31 მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს, და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32 და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: „აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ“, 33 მიუგო იესუ და ჰრქუა: „ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?“ 34 და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: „აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35 რამეთუ, რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.