2022 წელს: 30 მარტის (12 აპრილის)

დიდმარხვის VI, ბაიაობის (ბზობის) შვიდეულის სამშაბათის [2022 წელს: 30 მარტის (12 აპრილის)] საკითხავნი წმიდა წერილიდან:

წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, XLIX, 6-10:

ეს. XLIX: 6(ბ) <ამას იტყჳს უფალი:> აჰა-ესერა, მოგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა. 7 ესრე იტყჳს უფალი, მჴსნელი შენი, ღმერთი ისრაჱლისაჲ: წმიდა-ყავთ დამდაბლებული იგი თავით თჳსით, მოძაგებული იგი წარმართთაგან მონათაგან მთავართასა: მეფეთა იხილონ იგი და ზე აღუდგენ, და მთავარნი თაყუანის-სცემდენ მას უფლისათჳს; რამეთუ სარწმუნო არს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ და გამოგირჩია შენ. 8 ესრე იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხოვრებისასა შეგეწიე შენ და შენ აღნათქუემად წარმართთა დამტკიცებად ქუეყანისა და დამკჳდრებად სამკჳდრებელი ოჴრისაჲ; 9 და სიტყუად პყრობილთა მათ, ვითარმედ: «გამოვედით», და რომელნი იყვნენ ბნელსა შინა: «გამოჩნდით», ყოველთა გზათა ზედა ძოვდენ და ყოველთა ალაგთა ზედა იყოს საძოვარი მათი; 10 არა ჰშიოდის და არცა სწყუროდის, არცა დაეცეს მათ ხორშაკი, არცა ავნოს მათ მზემან. არამედ რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცეს მათ და თავთა წყაროთასა უძღოდის მათ.

† † † † † † †

წიგნი დაბადებისაჲ [შესაქმისაჲ], XXXI, 3-16.

დაბად. XXXI: 3 ჰრქუა უფალმან იაკობს: მიაქციე ქუეყანად მამისა შენისა და ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა. 4 და მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ. 5 და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისასა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძუღუან. ხოლო ღმერთი მამისა ჩემისაჲ იყო ჩემ თანა. 6 და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა. 7 ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო მე და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტისყოფად ჩემდა. 8 უკუეთუ ესრეთ თქუას: „ჭრელნი იყვნენ სასყიდელ შენდა“, შობდენ ყოველნი ცხოვარნი ჭრელთა, ხოლო უკუეთუ თქუას: „თეთრნი იყვნენ შენდა სასყიდელ“, შობდენ ყოველნი ცხოვარნი თეთრსა. 9 და მოუხუნა ღმერთმან ყოველნი საცხოვარნი მამისა თქუენისანი და მომცნა იგინი მე. 10 და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი, ვიხილენ თუალითა ჩემითა იგინი ძილსა შინა: და აჰა ვაცნი და ვერძნი აღმომავალნი იყვნეს ცხოვართა მიერ და თხათა მოთეთრონი და ჭრელნი და ნაცრისფერად სხურებულნი. 11 და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. და მე ვთქუ, ვითარმედ: რაჲ არს? 12 და თქუა: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცნი და ვერძნი, აღმავალნი ცხოვართა მიმართ და თხათა, მოთეთრონი და ჭრელნი და ნაცრისფერად სხურებულნი, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ. 13 მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა მას ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ძეგლსა ჩემსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ ქუეყანად შობისა შენისა და ვიყო მე შენ თანა. 14 მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილი და სამკჳდრებელი სახლსა შინა მამისა ჩუენისასა? 15 ანუ არა ვითარცა უცხოვნი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩუენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი? 16 ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შვილთა ჩუენთა. აწ რაჲ გრქუა შენ უფალმან შენმან, ეგრეთცა ყავ.

† † † † † † †

იგავნი სოლომონისნი, XXI, 3-21:

იგავ. XXI: 3 საქმჱ სიმართლისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ სათნო არიან უფლისა ვიდრეღა მსხუერპლნი სისხლთანი. 4 გონებადიდ* – გინებასა შინა გულფიცხელ, ხოლო ლამპარ უღმრთოთა – ცოდვაჲ. 5 განზრახვაჲ მოსწრაფისაჲ – აღმატებასა შინა, ხოლო ყოველი დაუდგრომელი მომედგრდეს. 6 რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუვილისაჲთა, ამაო არს და მისდევს იგი საბრჴეთა სიკუდილისათა. 7 მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს საქმედ სამართლისა. 8 გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის ღმერთმან, რამეთუ წმიდა და მართალ – საქმენი მისნი. 9 უმჯობჱს არს ყორესა ყოფაჲ ჰაერსა ქუეშე, ვიდრე მოპეტალებულთა** სიცრუვით სახლსა შინა ზოგადსა შეგინებულსა. 10 სული უღმრთოჲსაჲ არა შეიწყალოს*** არავისაგან, რომელი ჰხედვიდეს მას. 11 ზღვევასა ბილწისასა უგონიერჱს იქმნის უმანკოჲ, ხოლო გულისხმა-ყოს ბრძენმან და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ. 12 და გულისხმა-ყვნეს მართალმან გზანი უღმრთოთანი, განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა შინა. 13 რომელმან დაიყვნეს ყურნი სმენად უძლურისა, იგიცა ჰხადოდის უფალსა და არა ისმინოს მისი. 14 მისაცემელმან იდუმალმან გარე-წარაქციის რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობნ****, გულისწყრომაჲ აღაგზნის ძლიერად. 15 მხიარულება მართალთა – საქმჱ სიმართლისაჲ, ხოლო ღირსი არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე. 16 კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა***** განისუენოს. 17 კაცსა ნაკლულევანსა უყუარს საშუებელი მეგობართაჲ, ღჳნოჲ და ზეთი სიმდიდრედ. 18 ნარჩევ მართლისა – უშჯულოჲ. 19 უმჯობჱს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა და გულმწყრალისა. 20 საუნჯჱ გულისსათქუმელი განისუენებდეს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან იგი. 21 გზათა სიმართლისათა და წყალობისათა პოვონ ცხოვრებაჲ.

† † † † † † †

* ამპარტავანი.

** „მოპეტალებული“ – «განგოზილი», შელესილი (ი. აბულაძე), ლამინირებული, ფირფიტებით, შრეებით მოპირკეთებული („პეტალი“=„პეპელი“ – თხელი ფირფიტა, ლამინატი. „პეტალი ოქროჲსაჲ“, ლევ. 8,9 – ბერძ. τ πταλον τ χρυσον, ...).

*** „არა შეიწყალოს“აქ (ვნებითი გვარი): „არა შეწყალებულ იქმნეს“ (οκ λεηθήσεται).

**** აქ: „ზოგავს“ (ე. ი. ვინც დაინანებს ძღვენს).

***** „გმირნი“ („გიგანტები“) – ღვთისმბრძოლნი და საღვთო მცნებათა უარმყოფელნი.

† † † † † † †

შენიშვნა: წმიდა წერილის ტექსტთა რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე.

† † † † † † †