მარტვილიიდან X შვიდეულის პარასკევისა და შაბათის [2021 წელს იკითხება 14(27) აგვისტოს], და ყოველთა ახალმოწამეთა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან X შვიდეულის პარასკევისა და შაბათის [2021 წელს იკითხება 14(27) აგვისტოს], და ყოველთა ახალმოწამეთა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა (პარასკევისა): კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 12-20. [დას. რჲთ(169)]:

2 კორ. I, 12(ბ) † (ძმანო, †) სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ (გონებისა)* [სჳნიდისისა]** ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესადღა თქუენდა მიმართ, 13 რამეთუ (არათუ)* [არა]** სხუასა (რასამე)* მივსწერთ თქუენდა, არამედ (რომელსაცა-იგი იკითხავთ და)* [რასა-ეგე ანუ აღმოიკითხავთ, ანუ]** რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ (სრულადცა)* [ვიდრე აღსასრულადმდე]** გულისხმა-ჰყოთ. 14 ვითარცა-იგი (მიცნენით)* [ზოგს-რე შემემეცნენით]** ჩუენ (ჟამად-ჟამად)*, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ – ჩუენდა, დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 15 და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს, 16 და თქუენ მიერ (წარსლვად)* [წარსლვაჲ]** მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ (წარგზავნად)* [წარგზავნაჲ]** ჰურიასტანად. 17 (ამას უკუე რაჲ განვიზრახევდ, მცირედ რაჲმე ნუუკუე შემერაცხა?)* [ესე რაჲ მენება, ნუუკუე სისუბუქით ვიჴუმიეა?]** ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემმიერი იგი „ჰჱ“ – ჰე და „არაჲ“ – არა? 18 ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო „ჰე“ და „არა“, 19 რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა, – ჩემ მიერ და ტიმოთეს მიერ და სილოვანეს, – არა იყო „ჰე“ და „არა“, არამედ „ჰჱ“ იგი მას შინა იქმნა, 20 რამეთუ რაოდენნი-იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს „ჰჱ“ იგი, და მას შინა – „ამენი“ ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა (პარასკევისა): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXII, 23-33. [დას. ჟა(91)]:

მთ. XXII: 23(ბ) † (მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს †) სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „არა არს აღდგომაჲ“. ჰკითხეს მას 24 და ეტყოდეს: „მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: «უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა». 25 იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. 26 ეგრეთვე მეორემან და მესამემან, ვიდრე მეშჳდედმდე. 27 ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. 28 აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?“ 29 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ, 30 რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა. 31 ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: 32 «მე ვარ ღმერთი აბრაამისი და ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი»? არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“. 33 და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.

† † † † † † †

შაბათისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XV, 30-33. [დას. რით(119)]: 

რომ. XV: 30(ბ) † (ძმანო, გლოცავ თქუენ †) უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, 31 რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს, და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, 32 რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა და თქუენ თანა განვისუენო. 33 ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამენ.

† † † † † † †

შაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVII, 24-XVIII, 4. [დას. ოგ(73)]:

მთ. XVII: 24(ბ) † (მას ჟამსა შინა †) ვითარცა მოვიდეს იგინი [იესუ და მოწაფენი მისნი] კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: „მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი?“ 25 ხოლო მან ჰრქუა: „ჰე“. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: „რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა, შვილთაგან ანუ უცხოთაგან?“ 26 ჰრქუა მას პეტრე: „უცხოთაგან“. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი, 27 ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოვო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“. XVIII: 1 მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: „ვინმე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ 2 და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა 3 და ჰრქუა: „ამენ გეტყჳ თქუენ, უკუეთუ არა მოიქცეთ, და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. 4 რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა...“

† † † † † † †

ახალმოწამეთა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XII, 1-10. [დას. ტლა(331)]:

ებრ. XII: 1(ბ) † (ძმანო, †) ესოდენი მაქუს გარემოდგომილი*** ჩუენდა (სიმრავლე)* [ღრუბელი****]** წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და – მსწრაფლმომავალი იგი ცოდვაჲ, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინაგანმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3 გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისსა-მიმართი იგი სიტყჳსგებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ, 4 რამეთუ არღა სისხლთამდე წინადადგ(რ)*ომილ-ხართ***** თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად, 5 და მოჰმედგრდეთ ნუგეშინისცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: „შვილო ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა, 6 რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“. 7 უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8 ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა (რომლისა ზიარქმნულ არიან ყოველნი), (მწირნი)* [ნატაცნი******]** ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9 აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხოვნდეთ? 10 რამეთუ რომელნიმე-იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე – უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «ზედამდებარე» (περικείμενον).

**** ABCLect: «სიმრავლე» (νέφος ...).

***** ABCLect: «წინადადგრომილ-ხართ» (ντικατέστητε, ...).

****** «ნატაცნი»  – ე. ი. «უკანონო შვილები». ABCLect: «მწირნი» (νόθοι ...). შდრ. კომენტარი: „ჭეშმარიტთა და უეჭუელთა შვილთათჳს მშობელნი ფრიად ზრუნვენ და სწავლიან, ხოლო ნატაცთა და საეჭუთა უგულებელს-ჰყოფენ“ (ეფრ. III, 96).

† † † † † † †

ახალმოწამეთა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XXI, 12-19. [დას. რვ(106)]:

ლკ. XXI: 12(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: „ეკრძალენით კაცთაგან რაჲთა არა †) დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ, და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა; და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, 15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყჳსგებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა. 16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი...“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †