მარტვილიიდან VIII შვიდეულის პარასკევისა და შაბათის [2021 წელს იკითხება: 31 ივლისს (13 აგვისტოს)], და არსენ ნინოწმიდელის სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა (პარასკევისა): კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 8-22. [დას. რმჱ(148)]:
1 კორ. XI: 8(ბ) † (ძმანო, †) არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; 9 და, რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს. 10 ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს. 11 ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა, – უფლისა მიერ, 12 რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი ცოლისათჳს, ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს. 13 თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: ჰშუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ? 14 არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტე[ვ]**ოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა, 15 ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტე[ვ]**ოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი (სამკაულად)* [ნაცვალად საბურველისა]** მოეცა მას. 16 ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა. 17 ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით. 18 პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგსრაჲმე მრწამს, 19 რამეთუ (წვალებანიცა ყოფად არიან)* [ჯერ-არს წვალებათაცა ყოფაჲ]** თქუენ შორის, რაჲთა (რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ)* [გამოცდილნი იგი განცხადებულ იქმნენ თქუენ შორის]**. 20 შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს (ეკლესიაჲ პურის საჭმელ)* [საუფლოჲსა სერისა ჭამაჲ]**, 21 რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაჲსწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ. 22 ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა (პარასკევისა): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVII, 10-18. [დას. ოა(71)]:
მთ. XVII: 10(ბ) † (მას ჟამსა შინა ჰკითხეს იესუს †) მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: „ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ 11 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: „ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. 12 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან“. 13 მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ. 14 და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე 15 და ეტყოდა: „უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის – წყალსა. 16 და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა“. 17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!“ 18 და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან.
† † † † † † †
შაბათისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 1-10. [დას. რია(111)]:
ჰრომ. XIII: 1 † (ძმანო, †) ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა (დაემორჩილენ)* [დაემორჩილედ]**, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან, 2 ამიერითგან რომელი (ადგებოდის)* [წინააღუდგა]** ჴელმწიფებასა, ღმრთისა (ბრძანებასა ადგების)* [განწესებასა წინააღუდგა]**, ხოლო (რომელნი-იგი ადგებოდიან თავისა თჳსისა)* [წინააღმდგომთა თავთა თჳსთა]** საშჯელი მიიღონ***, 3 რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტისმოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მიიღო ქებაჲ მისგან, 4 რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთისმსახურ არს შენდა, (შურისმეძიებელი რისხვასა)* [რისხვისა მიმართ შურისმეძიებელი]** ბოროტისმოქმედისათჳს. 5 ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ (გონებისათჳსცა იჭჳსა)* [სჳნიდისისათჳსცა]**. 6 ამისთჳს (ხარკსაცა)* [ხარკთაცა]** მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, (ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან)* [რომელნი ამას შინა მოთმინე არიან****]**. 7 მისცემდით (უკუე)* ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – შიში, პატივსა – პატივი. 8 (ნურარაჲმცა)* [ნუმცა რაჲ]** ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, 9 ვითარმედ, «არა იმრუშო», «არა კაც-ჰკლა», «არა იპარო», «არა გული გითქუმიდეს», და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა (აღესრულების)* [თავდგმულ-იქმნების*****]**, ვითარმედ: «შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი». 10 სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში გადმოცემული სწავლება მთავრობათა ღმრთივდაფუძნებულობის შესახებ არაიშვიათად აბსოლუტური ცთომილებით არის გაგებული, ისე თითქოს მოციქული და მასზე დაყრდნობით მართლმადიდებელი ეკლესია ბოროტმოქმედ მთავართა და ხელმწიფეთა თითქოსდა ღმრთივნაკურთხად შეირაცხ კომენტარი: „ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: «ყოველნი მთავარნი და ჴელმწიფენი ღმრთისა მიერ დაიდგინებიან», არამედ თჳთ პატივი იგი მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ ღმრთივ-განწესებული არს, ხოლო რომელნი პატივსა მას არა ნებისაებრ ღმრთისა იჴუმევდენ, ესევითარნი იგი არა სათნო არიან ღმრთისა, ვითარ-იგი ქორწინებაჲცა ღმრთისა მიერ განწესებულ არს, ხოლო ქორწინებულნი არა ყოველნი შჯულიერად იქორწინებიან, არცა სათნოდ ღმრთისა, არამედ იგინი ხოლო არიან სათნო მისსა, რომელნი საღმრთოთა შჯულთაებრ ჰყოფდენ მეუღლებასა თჳსსა, ეგრეთვე ყოველი მთავრობაჲ ღმერთსა განუწესებიეს სიმტკიცისათჳს და კეთილად-გენგებისა სოფლისა [ამის], ხოლო მთავარნი იგინი ხოლო მთავრობენ მის მიერ, რომელნი საღმრთოდ აღასრულებენ წესსა მთავრობისა თჳსისასა" (ეფრ. II, 129).
**** [სქოლიო 571]: „რომელნი ამას შინა მოთმინე არიან“ – ასეა ეფრემთან (შდრ...: εἰς αὐτὸ τοῦτο προσκαρτεροῦντες). ABCLect-ში გვაქვს ნაკლებ ადეკვატური: „ამისთჳსვე მოღუაწებასა განკრძალულ არიან" (შდრ. ექვთ. „ამისთჳსცა მოღუაწებისა განკრძალულ არიან“).
***** „თავდგმულ-იქმნების“ – «ჯამდება», «გვირგვინდება» (Gr: ἀνακεφαλαιοῦται, ...). შდრ. ABCLect: „აღესრულების“.
† † † † † † †
შაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XII, 30-37. [დას. მზ(47)]:
მთ. XII: 30 † (ჰრქუა უფალმან: †) „რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. 31 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტევოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტევოს კაცთა. 32 და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტევოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტევოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. 33 ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს. 34 ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. 35 კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. 36 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას საშჯელისასა. 37 რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“.
† † † † † † †
წმ. არსენისი: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)]:
ებრ. VII: 26(ბ) † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII: 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
წმ. არსენისი: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 9-16. [დას. ლვ(36)]:
ინ. X: 9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †