დიდმარხვის VI შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2021 წელს: 6(19) აპრილის)] საკითხავნი წმიდა წერილიდან.

დიდმარხვის VI შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2021 წელს: 6(19) აპრილის)] საკითხავნი წმიდა წერილიდან:  

წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, XLVIII, 17 – XLIX, 4:

ეს. XLVIII: 17 ესრე იტყჳს უფალი <ღმერთი,> მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაჱლისაჲ: მე ვარ უფალი ღმერთი შენი. გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა ზედა ხჳდოდი; 18 და უკუეთუ გესმინნეს მცნებანი ჩემნი, გექმნამცა შენ, ვითარცა მდინარჱ, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი ზღჳსანი. 19 და იყომცა, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნათესავი შენი, და ნაშობნი შენნი, ვითარცა მიწაჲ ქუეყანისაჲ; და არცაღა აწ აღიჴოცო, არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა. 20 გამოვედ ბაბილოვნით სივლტოლით ქალდეველთაგან; ჴმაჲ სიხარულისაჲ მიუთხართ და სასმენელ იქმენინ ესე. მიუთხრათ ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა და თქუთ, ვითარმედ: იჴსნა უფალმან მონაჲ თჳსი იაკობი. 21 და არა უტევა მას წყურილდ და უდაბნოჲთ მოუწოდა მას, და წყალი კლდისაგან გამოუდინოს მათ. განსთქდენ კლდენი, და დიოდიან წყალნი, და სუმიდეს ერი ჩემი. 22 არა არს სიხარული უღმრთოთაჲ, – იტყჳს უფალი. XLIX: 1 ისმინეთ ჩემი ჭალაკთა, და ერჩდით წარმართნი მრავალ ჟამითგან. დადეგით, – იტყჳს უფალი, – საშოჲთგან დედის-მუცლით ჩემით მიწოდა სახელი ჩემი. 2 და ყო პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი ლესული, და საფარველსა ჴელისა მისისასა დამმალა მე და დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა მისსა დამფარა მე. 3 და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარი შენ, ისრაჱლ, და შენდა მიმართ ვიდიდო. 4 და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ და ამაოდ და არარად მივეც ძალი ჩემი. ამისთჳსცა საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და სალმობაჲ ღმრთისა მიერ ჩემისა.

† † † † † † †

წიგნი დაბადებისაჲ [შესაქმისაჲ], XXVII, 1-41:

დაბად. XXVII: 1 და იყო შემდგომად სიბერისა მის ისააკისა, დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცჱსსა ესავს და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან ჰრქუა: აჰა, მე. 2 და ჰრქუა მას ისააკ: აჰა-ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღჱ აღსრულებისა ჩემისაჲ. 3 აწ აღიღე ჭურჭერი შენი, კაარჭი და მშჳლდი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი. 4 და მიქმენ მე საჭმელი, ვითარ-იგი მიყუარს მე, და მომართუ მე, ვჭამო, რაჲთა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა. 5 ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისააკ ძესა თჳსსა ესავს. და განვიდა ესავ ველად ნადირობად ნადირისა მამისა თჳსისა. 6 ხოლო რებეკა ჰრქუა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემჱსსა: აჰა-ესერა, მესმა მე, ვითარ ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა: 7 მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდიდ ჩემდადმდე. 8 აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ. 9 და წარვედ ცხოვრად და მომართუენ მე მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი. და მე უქმნნე იგი საჭმლად მამასა შენსა, ვითარ-იგი მას უყუარს. 10 და შეართუ მამასა შენსა და ჭამოს, რაჲთა გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდიდმდე. 11 ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: ესავ, ძმაჲ ჩემი, არს ფაჩუნიერ, და მეკაც წყლტუ. 12 ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიქმნე წინაშე მისა ვითარცა შეურაცხისმყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ. 13 ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ წყევაჲ შენი, შვილო. გარნა ისმინე ჴმისა ჩემისაჲ და წარვედ და მომართუ მე. 14 ხოლო იგი წარვიდა და მოიღო და მოართუა დედასა თჳსსა. და ქმნა დედამან მისმან ჭამადი, ვითარცა უყუარდა მამასა მისსა. 15 და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, უხუცჱსისა ძისა თჳსისაჲ, კეთილი, რომელი იდვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემჱსსა. 16 და ტყავნი იგი თიკანთანი მოჰხჳნა მკლავთა და შიშუელსა ქედსა მისსა. 17 და მისცა საჭმელი იგი და პური იგი, რომელ ქმნა, ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა. 18 და შეართუა იგი მამასა მისსა და ჰრქუა: მამაო. და მან ჰრქუა: აქა ვარ. ვინ ხარ შენ, შვილო? 19 და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისაჲ, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან. 20 და ჰრქუა ისააკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, რამეთუ ადრე ჰპოვე, შვილო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა. 21 ჰრქუა ისააკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო შენ, შვილო, უკუეთუ შენ ხარ შვილი ჩემი ესავ ანუ არა. 22 და მიეახლა იაკობ ისააკს, მამასა თჳსსა. და ჴელი შეახო მას. და თქუა: ჴმაჲ ესეჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი ესეჴელნი ესავისნი. 23 და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი, ვითარცა ჴელნი ესავისნი, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ. და აკურთხა იგი. 24 და ჰრქუა: შენ ხარ- ძჱ ჩემი ესავ? და მან თქუა: მე ვარ. 25 და თქუა: მომართუ მე ნადირებულისა შენისაჲ და ვჭამო, შვილო, რაჲთა გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა. და მოართუა მას ღჳნოჲ და სუა. 26 და ჰრქუა ისააკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო*, შვილო. 27 და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ და აკურთხა იგი და თქუა: აჰა-ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისაჲ, რომელი აკურთხა უფალმან. 28 და მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა და სიმრავლჱ იფქლისაჲ და ღჳნისაჲ. 29 და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი; და იყავ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ. 30 და ვითარცა დასცხრა ისააკ კურთხევისა მისგან იაკობისა, ძისა თჳსისა, და გამოვიდა იაკობ პირისაგან ისააკისა, მამისა თჳსისა, და ესავ, ძმაჲ მისი, მოვიდა ნადირობით. 31 და უქმნა მამასა თჳსსა საჭმელი და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირისაგან ძისა თჳსისა, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან. 32 და ჰრქუა მას ისააკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ესავ, ძჱ შენი პირმშოჲ. 33 განუკჳრდა ისააკს განკჳრვებითა დიდითა ფრიად და ჰრქუა: ვინ იყო იგი, რომელმან მინადირა მე ნადირი და შემომართუა მე? და ვჭამე ყოვლისა მისგან ვიდრე მოსლვად შენდამდე, და ვაკურთხე იგი და კურთხეულ იყავნ! 34 და ვითარცა ესმნეს ესავს სიტყუანი ესე ისააკისნი, მამისა თჳსისანი, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და მწარითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო. 35 ჰრქუა მას ისააკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკუვით და მიიღო კურთხევაჲ შენი. 36 და ჰრქუა მას ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ მიბრკუნა მე ესე მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ მიიღო კურთხევაჲ ჩემი. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: არა დამიშთინეა მე კურთხევაჲ, მამაო? 37 მიუგო ისააკ და ჰრქუა ესავს: ვინაჲთგან ვყავ მე იგი უფალ შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი მისა მონა, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ რაჲ გიყო შენ, შვილო? 38 ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არს- კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა, მამაო. და ვითარცა შეწუხნა ისააკ, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ესავ და ტიროდა. 39 მიუგო ისააკ, მამამან მისმან, და ჰრქუა მას: აჰა-ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო. 40 და მახჳლითა შენითა სცხოვნდე და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნე და განაგდო უღელი მისი ქედისაგან შენისა. 41(ა) და უთქუმიდა** ესავ იაკობს, ძმასა თჳსსა, კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა მამამან მისმან...

† † † † † † †

* Spt-ის ძირითად წაკითხვად მიჩნეულია: ამბორს-იყავ მე“, „მეამბორე მე“...

** ემუქრებოდა.

† † † † † † †

იგავნი სოლომონისნი, XIX, 16-25:

იგავ. XIX: 16 რომელი იმარხვიდეს მცნებათა, დაიცვეს სული თჳსი, ხოლო რომელი უდებ იყოს გზათა თჳსთა, იგი წარწყმდეს. 17 ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკსა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას. 18 განსწავლე ძჱ შენი და ესრეთ იყოს სასო-კეთილ*, და გინებასა ნუ აღაყვანებ სულსა შენსა. უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს, ხოლო სული მისი სიკუდილისაგან იჴსნე. 19 სახებოროტებითა კაცი ფრიად იზღვიოს, ხოლო უკუეთუ უშჯულოებდესღა, სულიცა თჳსი და-ვე-ჰრთოს. 20 ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, რაჲთა ბრძენ იყო უკუანაჲსკნელ შენსა**. 21 მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე. 22 ნაყოფ კაცისა მოწყალებაჲ არს და შჯობს გლახაკი მართალი მდიდარსა კაცსა და მტყუვარსა. 23 შიში უფლისაჲკაცისა საცხოვრებელად, ხოლო უშიში იგი შეცთომილად ბჭეთა ზედა იქცეოდის ადგილთა მათ, სადა-იგი არა ჰხედავს მეცნიერებაჲ. 24 რომელმან დაიმალნეს წიაღთა ჴელნი სიცრუვით, ვერცაღა პირად მიყვნეს იგინი. 25 უშჯულოჲსა ტანჯვასა უგუნური უვერაგჱს იქმნეს. უკუეთუ ამხილო კაცსა გონიერსა, გულისხმა-ყოს მეცნიერებაჲ.

† † † † † † †

* კეთილმოიმედე.

** უკუანაჲსკნელ შენსა** – „შენი ცხოვრების ბოლოს“.

† † † † † † †

შენიშვნა: წმიდა წერილის ტექსტთა რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე.

† † † † † † †